მიკრომეწარმე ვაჟა გეთიაშვილის ღვინო იაპონიის ბაზარზე შევიდა
მიკრომეწარმე ვაჟა გეთიაშვილის ღვინო იაპონიის ბაზარზე შევიდა
20:01 07.11.2018
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი ვაჟა გეთიაშვილი, რომელმაც მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში, 2017 წელს 15 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, საკუთარი ბიზნესის გაფართოება და პროდუქციის იაპონიაში გატანა შეძლო.

ღვინის „შენიანი“ ჩამოსხმა 2011 წლიდან დაიწყო ბიომეურნეობის, წესების მკაცრი დაცვით.

„თუმცა კომპანია 2017 წლიდან ჩამოყალიბდა, როდესაც მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში, გრანტი მოვიპოვეთ. გრანტის მეშვეობით განხორციელდა წარმოების რეაბილიტაცია და აღჭურვა, მოეწყო ბოთლების საცავი და ჩაიყარა ქვევრები. ახალი მარნის მშენებლობის პროცესში აღმოჩენილ იქნა ძველი ქვევრები, რომლებიც არქეოლოგებმა მე–11 საუკუნით დაათარიღეს. ამის შემდეგ ღვინის ეტიკეტზე ახალი წარწერა გაჩნდა: „ვაჟა გეთიაშვილის მარანი – გაცოცხლებული 1000 წლის ისტორია“. ამ ეტაპზე უკვე ვაწარმოებთ თეთრი დ წითელი ბიოღვინოებს რქაწითელის, კახური მწვანისა და საფერავის ჯიშებისგან.. საშუალო წლიური წარმოება 4 ტონას შეადგენს.

ჩვენი მარანი არის ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრი. იაპონელემბა ჩვენი ღვინოები სწორედ ამ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ღვინის ფესტივალზე დააგემოვნეს, მოგვიანებით, კი ისინი მარანს რთველში ესტუმრნენ და შეთანხმებაც შედგა. თავდაპირველად, ექსპორტზე ქარვისფერი ღვინო გავიტანეთ, მოგვიანებით კი საექსპორტოდ რქაწითელიც გამზადდა.

სამომავლოდ ვაპირებთ ყურძნისა და ღვინის ასორტიმენტის გაზრდას. ძირითადი გამოწვევა ახალ-ახალი ბაზრების მოპოვება, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. ამჟამად დაინტერესება გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატებიდან“-აცხადებს გეთიაშვილი.



ბეჭდვა