ლისაბონში “websummi 2018”-ზე ქართული სტენდი განთავსდება
ლისაბონში “websummi 2018”-ზე ქართული სტენდი განთავსდება
18:30 02.11.2018
საინვესტიციო შესაძლებლობებისა და საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენის მიზნით სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქ. ლისაბონში დაგეგმილ ღონისძიებაზე „Websummit 2018“ ქართული სტენდის განთავსებას უწევს ორგანიზებას.
ღონისძიება, რომელიც 5-დან 8 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება, ქართული სტენდის ქვეშ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 12 ქართული სერვისის მიმწოდებელი კომპანია, მათ შორის 5 სტარტაპი იქნება წარმოდგენილი: Mobility International; Solaris; OptioAI; Redberry; BetterFly; QuickCash; Unicorp; Pawwwn; Travel Guide App; Web doors; Lingwing; Pulsari.

„აღნიშნული IT, ინოვაციების, ტექნოლოგიების და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) სფეროში მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია და 170-ზე მეტი ქვეყნიდან 70 000-მდე მონაწილე ესწრება, რაც ქართული კომპანიებისთვის მნიშნელოვანი ბიზნესკავშირების დამყარებას ხელს შეუწყობს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრები IT, ტექნოლოგიების და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოღვაწე კომპანიებთან, კერძოდ კი თითოეულ დაინტერესებულ პირს აცნობენ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, საექსპორტო პოტენციალს და იმ მექანიზმებს რასაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ასევე, დამსწრე ქართულის სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს ჩანიშნული აქვთ B2B შეხვედრები“-აცხადებენ სააგენტოში.

ბეჭდვა