ნინო გოგუაძე: საქართველოსა და აშშ შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხს აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს
ნინო გოგუაძე: საქართველოსა და აშშ შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხს აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში სულ უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს
15:47 01.11.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადიგილის, ნინო გოგუაძის განცხადებით, საქართველოსა და აშშ შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებში მეტი მხარდაჭერა აქვს.

,,ამჯერად, ამერიკელი კონგრესმენი და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ტედ პო ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს.

აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს ორ ქვეყანას შორის ბარიერების მოხსნას ეკონომიკურ ურთიერთობებში, ქართული კომპანიებისთვის ახალ, რეალურ შესაძლებლობებს ამერიკულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, მეტ ამერიკულ სავაჭრო ინტერესს საქართველოში.

ამავდროულად, ეს იქნება აშშ-ს კიდევ ერთი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებითვის, რომ საქართველო არის სანდო და სტაბილური პარტნიორი ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ბეჭდვა