logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარსდგა
ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარსდგა
18:32 19.09.2018
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომაზე, დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი წარსდგა.

მინისტრის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის წევრებს უკანასკნელ პერიოდში საქართველოს შესახებ - მათ შორის რუსეთის აგრესიიდან ათის წლის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ - მიღებული რეზოლუციების გამო. გარდა ამისა, ვახტანგ მახარობლიშვილმა პარლამენტის წევრებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები გააცნო. მინისტრის მოადგილემ ასევე წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები მიმოიხილა.

დღის წესრიგის შემდეგი ნაწილის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა თავისუფალი უვიზო რეჟიმის განხორციელებასა და საქართველოს ქმედებებს ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მიმოიხილა უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობა და ვრცლად ისაუბრა დარღვევების და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიზნით გატარებული ზომების შესახებ.

აღნიშნულ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის მნიშვნელობას, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით. კამპანიის მიზანია, კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებათა გამოყენების გზით, საზოგადოებას უვიზო მიმოსვლის წესები შეახსენოს და ამ წესების დარღვევის შედეგებზე გაუმახვილოს ყურადღება, ასევე მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია თავშესაფრის სისტემის რეგულაციებისა და მათი არამიზნობრივი გამოყენების შედეგების შესახებ. სავიზო წესების დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენციის კუთხით, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო ცვლილებებს. ამ კუთხით, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გვარის შეცვლის წესის გამკაცრების მიზნით პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ცვლილებაზე გაამახვილა.

გარდა ამისა, ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობას და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით.

მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს სულ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს უსაფრთხო ქვეყნად, რაც კიდევ უფრო ამცირებს საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების ალბათობას და ხელს უწყობს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას.


საკუთარ გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ გადაუხვევს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს არსებული სირთულეების აღმოსაფხვრელად.

„სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას არა მხოლოდ პრაქტიკული და ხელშესახები შედეგები მოაქვს საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ ის უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს მთავრობას ამ შედეგების შენარჩუნების კუთხით“ - განაცხადა მან.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომა საქართველოს პარლამენტში გაიმართა. სხდომას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტის წევრი გაერთიანებული სამეფოდან საჯად კარიმი თანათავმჯდომარეობდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა