logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სებ-ის პოზიცით, ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება
სებ-ის პოზიცით, ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პროცესი მარტივდება
18:28 19.09.2018
კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტებისა და პორტფელის ხელშეწყობის, ასევე პასუხისმგებლიანი საკრედიტო ურთიერთობების წახალისების მიზნებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვაზე.

აღნიშნულის ფარგლებში, სესხის გაცემისას, შემოსავლების შემოწმება სავალდებულო გახდება და ამასთანავე, განისაზღვრება სესხის მომსახურების კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტი, რათა მომხმარებელს კრედიტის გასტუმრება ფინანსური სიძნელეების გარეშე შეეძლოს.

აღნიშნული ჩარჩოს ეფექტიანი მუშაობა საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსა და შემოსავლების შემოწმების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოითხოვს.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის რეალური დროის რეჟიმში ინფორმაციის მიმოცვლის სისტემა ამოქმედდება. აღნიშნული სისტემა გაამარტივებს სესხის აღების პროცესს იმ ფიზიკური პირებისთვის, რომელთაც დეკლარირებული შემოსავლები გააჩნიათ.

კერძოდ, დაქირავებით მომუშავე (ხელფასის ტიპის შემოსავალი) და გადახდის წყაროსთან დასაბეგრი სხვა შემოსავლის (დივიდენდი, მომსახურების ანაზღაურება, საპროცენტო შემოსავლები და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ტიპის შემოსავლები) მიმღები ფიზიკური პირის მიერ კომერციულ ბანკში საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის შესახებ განაცხადის შეტანისას, მომხმარებელს შემდეგი არჩევანი აქვს: (ა) შემოსავლების დადასტურების მიზნით ბანკების მიერ სტანდარტულად მოთხოვნილი დოკუმენტები - ცნობა ხელფასის შესახებ და საბანკო ამონაწერი - მატერიალური ფორმით წარადგინოს და (ბ) სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში, ზემოთ აღწერილი სისტემა, თავად უზრუნველყოფს მომხმარებლის ყოველთვიური დეკლარირებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის კომერციული ბანკისთვის მიწოდებას. აღნიშნულით სქემით გამარტივდება სესხის გაცემის პროცესი და, ამასთანავე, დაიზოგება მსესხებლის დრო და ხარჯები. შედეგად, მომხმარებელი უფრო სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას მიიღებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის პირველი ივლისიდან მცირე ბიზნესით დაკავებული პირებისთვის, რომელთა ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 500,000 ლარს, მნიშვნელოვნად, 1%-მდე შემცირდა ბრუნვის გადასახადი. აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება დარეგისტრირდება გადასახადის გადამხდელად და მიიღებს ე.წ. მცირე ბიზნესის სტატუსს, კლიენტი ამ სისტემის საშუალებით მნიშვნელოვნად გამარტივებული პროცედურის გავლითა და დაბალი დანახარჯებით შეძლებს საკრედიტო განაცხადის გაკეთებას. სურვილისა და თანხმობის შემთხვევაში, სისტემა თავად უზრუნველყოფს მომხმარებლის ყოველთვიურად დეკლარირებული შემოსავლის შესახებ ინფორმაციის კომერციული ბანკისთვის მიწოდებას, აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ამარტივებს კომერციული ბანკის მიერ საკრედიტო განაცხადის განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დეკლარირებული შემოსავლები საკრედიტო პროექტის განხილვისა და დადებითი გადაწყვეტილებისთვის ცალსახად პოზიტიური ფაქტორია.

ბანკში მისული მოქალაქე, ერთი სარკმლის პრინციპით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურში მისვლის გარეშე, შეძლებს ერთდროულად მოითხოვოს გადასახადის გადამხდელად/ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება. აღნიშნული პროცედურისთვის გამოიყენება თანამედროვე ელექტრონული პროგრამები, რომელთა საშუალებით დაუბრკოლებლად ხორციელდება ინფორმაციის მიმოცვლა პროცესში ჩართულ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და ბანკებს შორის, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, მომხმარებლის დროსა და ფინანსებს დაზოგავს.

აქვე შეგახსენებთ, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემდეგ, პირი ვალდებულია წარადგინოს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. აღსანიშნავია, რომ ისეთი პროფესიის მქონე პირებს, როგორიცაა ძიძა, ტაქსის მძღოლი, რეპეტიტორი და მსგავსი, რომელთა წლიური ბრუნვა 30,000 ლარს არ აღემატება, შეუძლიათ შემოსავლების სამსახურს მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართონ.

ასეთი სტატუსის მინიჭების შეთხვევაში, მათ საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ შემთხვევაში ბანკი მიიღებს ინფორმაციას კლიენტის სტატუსის შესახებ. თუმცა, ზემოხსენებული პროფესიის წარმომადგენლებს შეუძლიათ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიმართონ არა მიკრო ბიზნესის, არამედ მცირე მეწარმის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით და ბრუნვის 1%-იანი გადასახადის გადახდის შედეგად, შეიქმნან გადასახადის გადახდისა და, შესაბამისად, შემოსავლის არსებობის ისტორია, რაც კომერციული ბანკებიდან სესხის გამარტივებული მიღების წინაპირობაა.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი ჯანსაღ და ორმხრივ ურთიერთობებზე დაფუძნებული საკრედიტო ურთიერთობების მიმართულებით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

საწყის ეტაპზე პროექტით ისარგებლებენ კომერციული ბანკები, ხოლო სესხის გამცემი სხვა ორგანიზაციების სისტემაში ჩართვა ეტაპობრივად განხორციელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის