logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
 ნიკორა ტრეიდმა თიბისი კაპიტალთან პარტნიორობით 25 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
ნიკორა ტრეიდმა თიბისი კაპიტალთან პარტნიორობით 25 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა
14:31 14.09.2018
სუპერმარკეტების ქსელმა „ნიკორა ტრეიდმა“ 25 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა. ეს კომპანიის მიერ ლარში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია და საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსება თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო. აღნიშნული ტრანზაქცია 2018 წლის ამ პერიოდისათვის ყველაზე მსხვილი გარიგებაა ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციის სეგმენტში.
ობლიგაციების მიზნობრიობას სასესხო ვალდებულებების რეფინანსირება და სამომავლო განვითარებისთვის ფულადი რესურსის მოზიდვა წარმოადგენს. 3 წლიანი ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა. ობლიგაციების დაფარვის ვადა 2021 წლის აგვისტოა. ფასიანი ქაღალდის მცოცავი საპროცენტო განაკვეთი 11%-ია და მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს.
ობლიგაციების გამოშვებაში ინვესტიცია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტმა განახორციელა, მათ შორის ადგილობრივმა ბანკებმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, EBRD-მ.
„სს „ნიკორა ტრეიდი“ წარმატებით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებს. ჯერ კიდევ 2016 წელს, კომპანიამ 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კუპონური ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა დაფარვა 2018 წლის მარტში განხორციელდა. 2017 წელს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Scope Ratings“-მა სს ”ნიკორა ტერიდს” B+, ხოლო კომპანიის მიერ გამოსაშვებ ობლიგაციებს BB - რეიტინგი მიანიჭა. საქართველოში, რითეილის სფეროში, სს ”ნიკორა ტრეიდი” ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც მსგავსი რეიტინგი მოიპოვა, რაც ადასტურებს სს „ნიკორა ტრეიდის“ ფინანსურ სიძლიერესა და გამჭვირვალობას. აღნიშნულმა საშუალება მოგვცა გამოგვეშვა 25 მილიონი ლარის სამწლიანი კუპონური ობლიგაციები. მოზიდულ რესურსს ისევ კომპანიას მოვახმართ, რაც მისი შემდგომი განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ - განაცხადა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ სექტორის ლიდერ კომპანიასთან მოგვიწია მუშაობა და საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის უნიკალური ობლიგაციის ემისია განვახორციელეთ, რომელიც ამავდროულად 2018 წლის ყველაზე მსხვილი ლარის კორპორაციული ობლიგაციის გარიგებაა. „ნიკორა ტრეიდს“ შევთავაზეთ მათზე მორგებული გამოსავალი, რომელიც მოქნილ ინსტრუმენტს სთავაზობს კომპანიის ქსელის შემდგომი განვითარებისთვის და ამავდროულად, იცავს კომპანიას სავალუტო რისკებისგან. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის ლიდერობას ობლიგაციების ბაზრის კორპორატიულ სეგმენტში“, - განაცხადა “თიბისი კაპიტალის” დირექტორმა, ირაკლი ელაშვილმა.
“ევრობანკისთვის ეს საქართველოში გაცემული პირველი საჯარო ობლიგაციაა ადგილობრივ ვალუტაში. ახალი ობლიგაციების გამოშვება, გარდა იმისა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია ევრობანკის ადგილობრივ ვალუტაში ფინანსირების პროგრამის გაღრმავებისთვისაც, რომელიც 2009 წელს დაიწყო. გარდა ამისა, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა “ნიკორას” ახალ ობიექტებში მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება ეფექტური და მწვანე ეკონომიკის კუთხით, დაამკიდრებს რა ახალ სტანდარტებს საცალო ვაჭრობის სფეროში. მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ ამ პროექტს, რომელიც ეფუძნება ჩვენს მჭიდრო ურთიერთობას თიბისი ბანკთან და “ნიკორა ტრეიდთან” - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა კავკასიაში,მოლდოვასა და ბელარუსში.
„ნიკორა ტრეიდი“ სააქციო საზოგადოება „ნიკორა ჰოლდინგში“ შემავალი სუპერმარკეტების ქსელია, რომელიც ბაზარზე 2 000 წელს გამოჩნდა და დღეს საქართველოში სუპერმარკეტების ყველაზე მრავალრიცხოვან ქსელს წარმოადგენს. კომპანია ამ ეტაპზე 260 სავაჭრო წერტილს აერთიანებს, რომელთაგან 203 თბილისშია განთავსებული, დანარჩენი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია:ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციიო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
EBRD საქართველოში წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია. EBRD-მ ქვეყანაში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სექტორებში განხორციელებულ 223 პროექტში 3,155 მილიარდ ევროზე მეტი ჩადო. ინვესტიციების 91 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ჰელინ ზომერთან: ქართველები მერკელის ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ
10:26 05.09.2018
ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (ფრაქცია „მემარცხენეები“) ჰელინ ზომერი,
ინტერვიუ
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
10:17 04.09.2018
საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ინტერვიუ
ინტერვიუ
გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
12:08 22.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა. იგი საქართველოში
ინტერვიუ
ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
Pleas creat article