logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის 2016 წლის კვლევა მთავრობის წინა შემადგენლობის გადაწყვეტილებით არ გამოქვეყნდა
ივანე მაჭავარიანი: სავალუტო ფონდის 2016 წლის კვლევა მთავრობის წინა შემადგენლობის გადაწყვეტილებით არ გამოქვეყნდა
21:20 27.07.2018
"ვინაიდან 2016 წელს სავალუტო ფონდის კვლევა არ გამოქვეყნდა, ეს ნიშნავს რომ მისი გამოქვეყნებისთვის მოქმედი მთავრობის დასტური არ არსებობდა", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რომ კვლევაში მთავარი რისკ-ფაქტორი ქვეყანაში არსებული ჭარბვალიანობა იყო. სავალუტო ფონდმა ამ მიმართულებით რეკომენდაციებიც გასცა, თუმცა მინისტრის განცხადებით, პრობლემის გადასაჭრელად წინა მთავრობას არაფერი გაუკეთებია. მაჭავარიანი ამბობს, რომ ჭარბვალიანობის დასაძლევად ახალმა მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა.

„საზოგადოებამ მოისმინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის განმარტება იმაზე, თუ რა წესით ქვეყნდება IMF-ს დასკვნები. ეს არის მოქმედი მთავრობის თანხმობა. ვინაიდან 2016 წელს ეს დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა, ეს ნიშნავს რომ მისი გამოქვეყნებისთვის დასტური არ არსებობდა. ამ დოკუმენტში მოყვანილი პრობლემები სრულად არის გააზრებული დღევანდელი მტავრობის მიერ და მათ აღმოსაფხვრელად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ.

რაც შეეხება ჭარბვალიანობას, ფიზიკური პირების მაღალი დაკრედიტება და მისი მზარდი ტემპი სავალუტო ფონდის კვლევაში მთავარ რისკ-ფაქტორად იყო აღიარებული. ამ მიმართულებით წელიწადნახევრის განმავლობაში, პრაქტიკულად მთავრობის მიერ არანაირი ღონისძიება არ გატარებულა.

დღეს თქვენ იცით, რომ მთავრობამ უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჭარბვალიანობის პრობლემის მოსაგვარებლად. ამ მიმართულებით დაწყებული რეფორმა ითვალისწინებს დაკრედიტების ახალი ხარისხობრივი სტანდარტის დაწესებას და ემსახურება მთავრობის მთავარ მიზანს - ეს არის მდგრადი, გრძელვადიანი, ინკლუზიური ეკონომიკის ხელშეწყობა და სიღარიბის დაძლევა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ კვლევების გასაჯაროების წესი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ფრანსუა პეშომაც განმარტა და განაცხადა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკით, IMF რეკომენდაციებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით აქვეყნებს.
24 ივლისს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა