logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს
20:32 22.07.2018
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. ფონდის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტში ჩინეთის რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან არსებული ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით იმყოფება.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია საქმიან შეხვედრებს ქალაქ შენჭენსა და გუანჭოუში მართავს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფონდის დელეგაცია ქალაქ შენჭენში ეკონომიკური ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარეს თიენლუ სუნის შეხვდა. ასოციაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანტუნის პროვინციის მსხვილი ბიზნეს კომპანიებს აერთიანებს და მსოფლიო მაშტაბის საერთაშორისო დონის ფორუმებსა და კომფერენციებს მასპინძლობს. ასევე, კონსულტაციას უწევს ჩინურ ბიზნეს კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით.

ეკონომიკური ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციამ ინტერესი გამოთქვა საქართველოში სპეციალური კვლევების ჩატარების შემდეგ, ტექნოლოგიების მიმართულებით კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები წარმოადგინოს. ასევე, შუამდგომლობა გაუწიოს ჩინურ ბაზარზე მოქმედ მსხვილ ბიზნეს კომპანიებს საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეს ჭან იანსა და „სააპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს შორის. რომელიც მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს. „საპარტნიორო ფონდის“ შეთავაზებით ტექნოლოგიური ბაზრის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესასწავლად და კონკრეტული პროექტების წარმოდგენის მიზნით საქართველოში ვიზიტს შემოდგომაზე გეგმავს.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა შენჭენის ყველაზე მსხვილ ჩინურ კომპანია Shenzhen appotronics Technology-სთან. კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში ახორციელებს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ფოდის დელეგაციამ ჩინურ მხარეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის თავისუფალ სავაჭრო ურთიეროთობებზე მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან. შეხვედრის შემდეგ ჩინურ კომპანიას საქართველოში წარმოების გადმოტანასთან დაკავშირებით ინტერესი გაუჩნდა.

საქმიანი ვიზტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის ოფისში. გაფართოებულ შეხვედრაშიმონაწილეობა მიიღო საუკუნის პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელმა ჰომერ იუმ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობების გზები.

„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის შუამავლობით შეხვედრა შედგა გუანჭოუს ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტთან ვან სუტუნთან. ჩინურმა მხარემ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ სერიოზული ინტერესი გამოთქვა. ასევე, აქცენტი გააკეთა საქართველოს უმნიშვნელოვან როლზე „ერთი სარტყელი,ერთი გზის“ პროექტში ეკონომიკურიდა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

„საპარტნიორო ფოდის“ ოფიციალური დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დასრულდა. დელეგაციაში, რომელსაც ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობდა შედიოდნენ: „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დანელია, ფონდის შვილობილი „დარგობრივი განვითარების კომპანიის“ კვლევებისა და ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კვერნაძე და ასევე, ფონდის წარმომადგენელი ცისია ფანჩვიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა