logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ოთარ დანელია იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც 7,5 პროცენტიანი ეკნომიკური ზრდა განაპირობა
ოთარ დანელია იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც 7,5 პროცენტიანი ეკნომიკური ზრდა განაპირობა
23:31 14.07.2018
მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რამაც 7,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა განაპირობა.

როგორც დანელიამ განაცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით თუ საიდან მოვიდა ეკონომიკური ზრდა, რას ნიშნავს თვის ჭრილში, წლის წრილში , კვარტალურში და ა.შ.

„ძალიან მნიშვნელოვანია მიღწევების ქრონოლოგიის გახსენება, გლობალური საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელიც „ქართული ოცნების“ მონაპოვარია. ეს გახლავთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, რამაც საშუალება მოგვცა საქართველოსთვის და ქართული პროდუქტისთვის გახსნილიყო ევროკავშირის ბაზარი. ამას მალევე მოჰყვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. საქართველო არის ერთადწერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან. ამან კიდევ უფრო გაზარდა ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობისა და რელიზაციის საშუალებები. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პირობები საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების საკითხში და ესეც რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა“ - განაცხადა დეპუტატმა.

ოთარ დანელიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში მატარებლთ ტვირთის შემოტანაზე და ამ პროექტს რეგიონალური მნიშვნელობის უწოდა.

„ ჩინეთიდან დღეს შესაძლებელია მატარებლით ტვირთის შემოტანა სულ რაღაც ათი დღეში. სწორედ მამუკა ბახტაძე იყო ამ პროექტის ხელმძღვანელი და მისი ძალისხმევით განხორციელდა ის. უმნიშვნელოვანესია ასევე ხაზი გავუსვათ საგადასახადო შეღავათებს, დღგ-ს დაბრუნების საკითხს, იმ ინიციატივებს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით“ - განაცხადა დანელიამ.

ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად დანელია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებს ასახელებს. მისი თქმით, 2017 წელს, ტურიზმიდან საქართველოს ბიუჯეტში 2.7 მილიარდი დოლარის შევიდა, მიმდინარე წლის პროგნოზით კი ეს ციფრი 3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

„ეს არის დარგი, რომლესაც აქვს ძალიან კარგი და დიდი პოტენციალი, მათ შორის რეგიონებში. ასევე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიმართულება აუცილებელია იყოს აგროტურიზმი, რომელშიც ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს ჩართული და მნიშვნელოვან სწრაფ ეფექტს მოგვცემს ეკონომიკაში, რეგიონულ და სოფლის განვითარებაში“ - განაცხადა დანელიამ.

რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებელს, დანელიას თქმით, 2017 წელს 76 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინის ექსპორტი განხორცილდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა.

„ჩვენ ტრადიციული ბაზრებიდან დავიწყეთ დივერსიფიცირება ახალ, ალტერნატიულ ბაზრებზე ისეთ ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებლები. ბუნებრივია, ჩვენი მეწარმეები თვითონაც ძალიან აქტიურობენ და 30-მდე ქართული ღვინის სახლია გახსნილი მხოლოდ ჩინეთში. ეს არის სწორედ ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული შედეგები“ - განაცხადა დეპუტატმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა