logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ზაზა გაბუნიამ ეკონომიკის მინისტრს რეგიონებში მოქალაქეების მხარდაჭერის საკითხზე ინიციატივით მიმართა
ზაზა გაბუნიამ ეკონომიკის მინისტრს რეგიონებში მოქალაქეების მხარდაჭერის საკითხზე ინიციატივით მიმართა
22:43 14.07.2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ მთავრობის დამტკიცების სესიაზე რეგიონების განვითარების საკითხებზე ისაუბრა და ეკონიმიკის მინისტრს ინიცოატივით მიმართა.

"ჩვენ გვყავს იმედისმომცემი მოქალაქეები, ღირებულებების მქონე და საინტერესო ადამიანები, რომლებიც იღებენ შანსს, რომ გამოიყენონ ღვთისგან ბოძებული პოტენციალი.

მე თითქმის ყოველკვირეულად ვეცნობი ასეთ ადამიანებს საქართველოს რეგიონებში, მაგალითად სოფელ გეგელიძეებში თამარ ბალაშვილი, რომელიც ქალაქიდან სოფლად დაბრუნდა და იქ ქმნის დოვლათს, მაგალითად შაქრო ტეტემაძე სოფელ ვაიოში, თურმანიძეების ოჯახი მაღალმთიან სოფელ გარეტყეში, ქათამაძეების ოჯახი ჭვანაში, სოფელ ზინობიანისთვის ძალიან მოტივირებული ანა პაჭიკაშვილი და სხვები.
ეს ადამიანები ელიან შესაძლებლობებს და იყენებენ ამ შესაძლებლობებს, იქნება ეს მთის კანონი, სახელმწიფო პროგრამები თუ სხვა და ჩვენ შეგვიძლია მეტი მათთვის.

მოდი დავეხმაროთ მათ რომ გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები, რომ მათი მეზობლებიც ჩაერთონ ეკონომიკურ საქმიანობაში და შექმნან დოვლათი.

ამ მიზნით, მე ინიციატივით მივმართავ ეკონომიკის მინისტრს, რომ სამინისტროში არსებული პროგრამები დაიგეგმოს მათ შორის რეგიონული და ტერიტორიული კომპონენტის გათვალისწინებით.

ასე გახდება რეგიონები საცხოვრებლად და სამუშაოდ მიმზიდველი ადგილები.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია უკეთ ვმართოთ პოლიტიკა ადგილებზე, რომელიც ეხება ტრანსპორტს, განათლებას, წყალმომარაგებას და წყალარინებას, მყარი ნარჩენების მართვას, სოციალურ დაცვას, ჯანდაცვას, საცხოვრისით უზრუნველყოფას, სატყეო მომსახურებას, გარემოს დაცვას, ჩვენ გვჭირდება რეგიონული უთანაბრობის აღმოფხვრა, ჩვენ გვჭირდება დეცენტრალიზაციის კარგი სტრატეგია და მისი სრულაფასოვანი შესრულება, ჩვენ გვჭირდება სოფლის პროგრამის დაბრუნება, მაგრამ ეს ყველაფერი გვჭირდება ადამიანებისთვის და სწორედ ხალხს შეუძლია იყოს ხელისუფლების საუკეთესო პარტნიორი, რადგან ჩვენ გვაერთიანებს საერთო მიზნები"-განაცხადა გაბუნიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის