logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოსა და ჩინეთს შორის მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკება გაიმართა
საქართველოსა და ჩინეთს შორის მგზავრებისა და ტვირთების ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკება გაიმართა
20:55 04.07.2018
სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობით „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმების“ პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. ქართული მხარის მხრიდან შეთანხმების ინიცირებას წინ უძღოდა ქართველი გადამზიდავების თხოვნა ჩინეთთან საავტომობილო გადაზიდვების დაწყების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის შექმნის შესახებ.

მოლაპარაკებების ფარგლებში შეთანხმდა პროექტის ძირითადი დებულებები და გაფორმდა შესაბამისი ოქმი. ტექსტზე საბოლოოდ შეჯერების (მოლაპარაკებების მეორე რაუნდი) მიზნით ჩინურმა მხარემ ქართული მხარე მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიიწვია. მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება შეთანხმების ხელმოწერა.

შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდასა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ თანამშრომლობას.

შეთანხმების პროექტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნულ ნებართვის ბლანკებს გაცვლიან ერთმანეთში.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.

შეთანხმების გაფორმებას დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე საქართველოს მიმართულებით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის მიზნით.

მოლაპარაკებაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის საავტომობილო გადაზიდვების განვითარება, სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვებთან ერთად, თანამშრომლობის გაღრმავებისა და ჩინეთის ინიციატივის - “ერთი გზა, ერთი სარტყელის“ რეალიზაციის საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა