logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიკოლოზ გაგუა: დონორებთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ენერგოეფექტურობის პრინციპები აქტიურად დაინერგოს ჩვენს მმართველობაში
ნიკოლოზ გაგუა: დონორებთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ენერგოეფექტურობის პრინციპები აქტიურად დაინერგოს ჩვენს მმართველობაში
18:03 04.07.2018
ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისა (NEFCO) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან (E5P) მიღებული ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ენერგოეფექტურობის განვითარებას საქართველოში.
ამის შესახებ გაგუამ დღეს დონორებთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმებების კომენტირებისას განაცხადა.



მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გააძლიეროს დაგეგმილი ღონისძიებები ამ მიმართულებით, მით უფრო, რომ საქართველოს აღნიშნული ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აქვს აღებული.



„საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის რეგიონალური ფონდიდან საკმაოდ წარმატებით თანამშრომლობს, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მხრიდან ეს არის საჯარო სექტორში განხორციელებული პირველი ინვესტიცია და ის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ენერგოეფექტურობის პრინციპები აქტიურად დაინერგოს ჩვენს მმართველობაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეაქვთ საქართველოში ენერგოეფექტურობის განვითარების მიმართულებით.



ფინანსთა მინისტრმა, ასევე, კომენტარი გააკეთა საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს (NIB)

შორის ჩარჩო შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. „ეს არის პრაქტიკულად ახალი დონორის, განვითარების პარტნიორის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში. სკანდინავიის საინვესტიციო ბანკთან ვგეგმავთ კონკრეტული საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას იმ პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.



სკანდინავიის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს შორის ჩარჩო შეთანხმება დღეს ფინანსთა სამინისტროში გაფორმდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა