logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ჩიქოვანმა თსუ-ში ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია გახსნა
გიორგი ჩიქოვანმა თსუ-ში ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია გახსნა
21:37 28.06.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენერგეტიკის ახალგაზრდული კონფერენცია გახსნა. კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა და მასში თსუ-სა და სხვა უნივერსიტეტების 100-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა - მათ მთავრობის, ენერგეტიკული ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროს ინოვაციების, საინტერესო ტექნოლოგიებისა და სასწავლო პროგრამების შესახებ.

„ენერგეტიკის ახალგაზრდულ კონფერეციის“ მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის და ამ სექტორში არსებული პერსპექტივების გაცნობა სტუდენტებისთვის. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ენერგეტიკული ბაზრის მონაწილე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს (საქართველოს სახელმიწფო ენერგეოსისტემა, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სადისტრიბუციო კომპანია, ელექტროენერგიის მწარმოებელი და მომხმარებელი კომპანიები) და უშუალოდ მათგან მიეღოთ ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

„ენერგეტიკის დარგები საკმაოდ დიდი ტემპით ვითარდება, გვაქვს გამოწვევები და მნიშვნელოვანია, მომავალი თაობა ჩართული იყოს მაქსიმალურად, გაიზარდონ პროფესიონალურად, მიიღონ შესაბამისი განათლება, რომელიც ადეკვატური იქნება მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევებისთვის, მათ შორის განახლებადი ენერგიების, სუფთა ენერგიების, ახალი ბაზრების, ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და მთავარ პრიორიტეტებზე. გიორგი ჩიქოვანის განცხადებით: „ppp ფარგლებში იქნება ახალი კანონი შემოსული რომელიც ითვალისწინებს ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფო ვალდებულებებს და ჩართვას. განახლებად ენერგიებში ახალი არ გამოგვიგონია მსოფლიოში მიღებული სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ ეს იქნება ჰიდრო, მზე, ქარი, ბიომასა და ასე შემდეგ, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ახალ ბაზარზე გვექნება ახალი მექანიზმი“.

კონფერენციის ფარგლებში ენერგეტიკული პროგრამის მქონე უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით სადისკუსიო პანელის გაიმართა, სადაც სტუდენტებმა დარგის სპეციალისტებთან ერთად განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც მათ წინაშე დგას ენერგოსექტორში დასაქმების თავლსაზრისით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა