logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
კახა კალაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
კახა კალაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
16:20 28.06.2018
დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ქართველ და უცხოელ ინვესტორებს შეხვედრაზე საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

თბილისის საინვესტიციო პორტფელის შესახებ პრეზენტაცია ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ გამართეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმართა.

„ქვეყნისა და ქალაქის განვითარებაში ბიზნესის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ, მერიის თითოეულ თანამშრომელს აქვს აღებული, კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ. ვფიქრობ, რომ ბიზნესის ჩართულობით, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, რადგან თქვენ ხართ ადამიანები, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნისა და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში და უამრავი ადამიანი გყავთ დასაქმებული. ვფიქრობ, პროექტები, რომლებსაც წარმოგიდგენთ, თქვენთვისაც იქნება საინტერესო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში ბიზნესის წარმომადგენლების თანადგომა მომავალშიც გაგრძელდება და მათ მერიის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნებათ.

„ბიზნესთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც გვინდა, რომ ქალაქის განვითარების ტემპი უფრო სწრაფი იყოს. გვინდა, რომ ქალაქში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შევცვალოთ და ვფიქრობ, რომ ზუსტად ბიზნესის ჩართულობით, ერთობლივად შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აქტუალურია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქუჩის განათების LED განათებით ჩანაცვლების პროექტზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქის მერია ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს. გამარჯვებული კომპანია აღნიშნულ კომპონენტს 10 წლით გადაიბარებს და ქალაქის განათებაზე ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს. გამარჯვებულად ის კომპანია დასახელდება, რომელიც მუნიციპალიტეტის მთავრობას მინიმალურ საოპერაციო თანხებს შესთავაზებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ელექტროენერგიისა და საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა მოხდება, ქალაქს კი, თანამედროვე და მოწესრიგებული გარე განათება ექნება.

მიწისქვეშა ავტოსადგომების განვითარების პროექტის განსახორციელებლად, დედაქალაქის მერია კომპანიებს მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. ინტერესთა გამოხატვის დროს, მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის პერიოდზე საბანკო გარანტია იქნება. მინიმუმ 183-ადგილიანი, სამდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის აშენება თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. ამ შემთხვევაში, მინიმალური საბანკო გარანტია 457 000 ლარია, წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა კი, მიმდინარე წლის 15 ივლისია.

რაც შეეხება შემდეგ ლოკაციებს, კვლევის შედეგად, გამოვლენილია მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც მინიმუმ 70-ადგილიანი პარკინგის მოწყობა იგეგმება. ავტოსადგომის მშენებლობისთვის წარმოსადგენი საბანკო გარანტია 175 000 ლარია; მიწისქვეშა პარკინგი უნდა მოეწყოს ვაკის რაიონში, გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც 175-ადგილიანი ავტოსადგომი უნდა განთავსდეს. მინიმალური სამშენებლო გარანტია ამ შემთხვევაში, 477 000 ლარს შეადგენს; შედარებით დიდი ლოტია სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 470 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა იგეგმება. ამ პროექტისთვის მინიმალური საბანკო გარანტია 1 175 000 ლარია.

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად, დედაქალაქის მერია მზადაა, კონკრეტული მიწის ნაკვეთები ინვესტორებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცეს. ინვესტორი პროექტის დასრულებისთანავე, მერიას სათანადო ფართებს, მერია კი - თავის მხრივ, ფართებს მოსახლეობას გადასცემს. საპილოტე პროექტი ვარკეთილის მესამე მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება, სადაც სამშენებლო მოცულობა 60 000 კვადრატული მეტრია. განაცხადების მიღება 15 აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე - www.tbilisi.gov.ge-ზეა განთავსებული.

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტის განხორციელების შემთხვევაშიც, ინვესტორს მუნიციპალიტეტისგან კონკრეტული მიწის ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცემა. ყველაზე მცირე ლოკაციაზე პროექტის განხორციელებას 4-მილიონიანი ინვესტიცია, ხოლო მასშტაბურზე - 120 მილიონი ლარის ინვესტიცია სჭირდება. პირველ ეტაპზე, პროექტი დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში, N25 კორპუსის მიმდებარედ, ორ ლოკაციაზე და ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, ე.წ. წყალსაქაჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად მუშავდება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. გეგმაზე მუშაობის დროს, თბილისისთვის პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორები გამოიკვეთა, რომელთა შორის ტურიზმი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, საფინანსო სექტორი, მშენებლობა, ვაჭრობა და მრეწველობა შედის.

რადიოქალაქის განვითარებისა და სატელევიზიო ანძის ტურისტულ ობიექტად მოდიფიცირების პროექტები ამჟამად, დამუშავების პროცესშია. რადიოქალაქის განვითარების პროექტის ფარგლებში, მუხიანში, საზოგადოებრივი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება. ამჟამად, ბაზრის კვლევა მიმდინარეობს, ხოლო რადიოქალაქის მშენებლობისთვის შესაბამისი ბიზნეს წინადადება 2019 წლის პირველ კვარტალში იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება სატელევიზიო ანძის ტურისტულ ობიექტად მოდიფიცირების პროექტს, კონცეფციაზე ცნობილი ესპანური კომპანია „კოკო“ მუშაობს, რომლის მიერაც, პროექტის რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ამჟამად, მოდიფიცირების კვლევის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, ქართველი და უცხოელი ინვესტორები, საბანკო სექტორისა და თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის