logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სავალუტო ფონდი: საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ძალისხმევას ასახავს
სავალუტო ფონდი: საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ძალისხმევას ასახავს
12:00 28.06.2018
მიმდინარე ეკონომიკური გაჯანსაღება შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები , რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას და უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის ანგარიშში. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო პოზიციის გაძლიერებამ ექსპორტის, ტურიზმის და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად.

განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება არის პოზიტიური, მისიის პირველ შეფასებასთან შედარებით 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.6 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 4.8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, სტრუქტურული რეფორმების შედეგად საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია საშუალოდ უფრო მაღალი 5.2 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. დოკუმენტში პოზიტიურია შეფასებები სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან მიმართებითაც.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა შედარებით მაღალი მდგრადობა 2014 წლის საგარეო შოკის მიმართ. ფონდი ადასტურებს, რომ ეკონომიკის მდგრადობა ასახავს ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის ძალისხმევას. ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ გათვალისწინებულ იქნა ფონდის მიერ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციები და მოხდა ფისკალური დეფიციტის ეფექტიანი მართვა. 2017 წლის ბიუჯეტმა მიმდინარე ხარჯების შემცირების და არაპირდაპირი გადასახადების ზრდის შედეგად შესაძლებელი გახადა სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა. საბანკო სექტორმა შეინარჩუნა სტაბილურობა, რაც მნიშვნელოვანწილად ძლიერი პრუდენციული რეგულირების და ზედამხედველობის შედეგია.
სავალუტო ფონდი ხაზგასმით აღინიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრის საჭიროება ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების და განათლების დონის გაუმჯობესების გზით. ფონდი მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ადასტურებს, რომ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურასა და განათლებაში საჭიროა სტრუქტურული პრობლემების აღმოსაფხვრელად და პოტენციური ეკონომიკური ზრდის გასაუმჯობესებლად.
სავალუტო ფონდის დასკვნებსა და შეფასებებში აქცენტი გაკეთებულია სხვადასხვა მიმართულებით ხელისუფლების მიერ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებსა და აღნიშნული რეფორმების პოზიტიურ შედეგებზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა