logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ტექნოპარკში საქართველოს ავეჯის კლასტერი (GFC) დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს
ტექნოპარკში საქართველოს ავეჯის კლასტერი (GFC) დღეს სამუშაო შეხვედრას გამართავს
17:26 27.06.2018
მცირე ხნის წინ დაარსებული საქართველოს ავეჯის კლასტერი (GFC) გაფართოებას გეგმავს, როგორც შესაბამისი სექტორების მიმართულებით, ისე გეოგრაფიულად.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაცით, ამ მიზნით, კლასტერი სამუშაო შეხვედრას (ვორკშოფს) გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კლასტერის ამჟამინდელი წევრები და ასევე სამთავრობო დაინტერესებული მხარეები და ავეჯის წარმოების სექტორის სხვა წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილება კლასტერის მიმდინარე საქმიანობა და ამ პლატფორმის განვითარებისა და განმტკიცებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები.
ღონისძიება 28 ივნისს, 13:00-დან 17:00-მდე, ტექნოპარკში გაიმართება და მას საერთაშორისო ექსპერტები გაუძღვებიან. ღონისძიების მხარდამჭერებია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ - ორი სამთავრობო უწყება, რომლებიც ქართული კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით მუშაობენ. ორივე უწყებას კლასტერი განიხილავს, როგორც მთავარ პარტნიორებს თავისი განვითარების პროცესში. ბ-ნი ზვიად ქვლივიძე, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე, მისასალმებელი სიტყვით მიმართავს შეხვედრის მონაწილეებს.
შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაციებს - ქ-ნი ჯენოვევა ხრისტოვა, ბულგარეთის ავეჯის კლასტერს ხელმძღვანელობს და უშუალოდ ჩართულია საქართველოს ავეჯის კლასტერის დაარსება-განვითარებაში; ბ-ნი ჯონ მარი, კომპანია „Growthclusters“-ს (დიდი ბრიტანეთი) წარმოადგენს, ხოლო ბ-ნი მირკო ტატარინი, „Lagos Design Studio“-ს დირექტორი და დიზაინის ცნობილი ინსტიტუტის „ISIA Firenze“-ს პროფესორია (იტალია). ექსპერტები ისაუბრებენ საქართველოს ავეჯის კლასტერის ამჟამინდელ სტატუსზე და მის პერსპექტივებზე, ევროკავშირის ახალ დღის წესრიგზე კლასტერების განვითარების კონტექსტში, ინდუსტრიული დიზაინის პროდუქტებსა და სტრატეგიებზე. ორგანიზებულ იქნება აგრეთვე თემატური სამუშაო ჯგუფები ქართველი მწარმოებლების, დიზაინერებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც განიხილება ქართული ბრენდის განვითარებისა და საერთაშორისო ასპარეზზე გატანის საკითხები.
ერთ-ერთი პრეზენტაცია შეეხება პროდუქტის შექმნასა და ბრენდირებას დიზაინის მეშვეობით. „ჩვენ გავიცანით პერსპექტიული დიზაინერების და ავეჯის მწარმოებლები საქართველოში და გვინდა დავეხმაროთ მათ პროდუქციის დიზაინის დახვეწაში, რაც მათ საექსპორტო ბაზრებზე წვდომას შეუწყობს ხელს“, ამბობს ჯენოვევა ხრისტოვა.
საქართველოს ავეჯის კლასტერი აერთიანებს კომპანიებს, პროგესიონალებს, დიზაინერებსა და სტუდენტებს, რომლებიც ინტერიერის დიზაინის, ავეჯის, სათამაშოების წარმოებისა და სხვა მომიჯნავე სექტორებში მოღვაწეობენ. აღნიშნული ქსელი წევრებს ბიზნესის განვითარების სერვისებს სთავაზობს. კლასტერი ამჟამად 30-ზე მეტ წევრს აერთიანებს და ავჭალაში მდებარე „ხელოსანთა ქალაქის“ ტერიტორიაზე არის განთავსებული.
კლასტერი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში დაარსდა, რომელსაც GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება.
პროექტი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ევროკავშირის ამ ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, კერძოდ, ის ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა