ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა
ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა
16:37 25.06.2018
მიმდინარე წლის 25 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4545 შეადგინა.

რაც შეეხება ლარის ახალ, ოფიციალურ გაცვლით კურსს, ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი მას 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

ბეჭდვა