logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 11 საკითხი განიხილეს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 11 საკითხი განიხილეს
21:26 22.06.2018
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილეს. კანონპროექტის შემუშავების მიზეზს - შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრის აუცილებლობა წარმოადგენს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია აღნიშნული უწყების თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება და ცალკეულ თანამშრომელთა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა.

კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს, რომლებშიც საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად ცვლილებები განხორციელდა, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტი. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე, სახელმწიფო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პარლამენტი ირჩევს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. აგრეთვე, კონსტიტუციით, იმპიჩმენტის საკითხები რეგულირდება 48-ე მუხლით. შესაბამისად ცვლილების საჭიროება წარმოიშვა ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტში, რომელიც მიმართვას აკეთებდა საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლზე.

კონსტიტიციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად შემუშავდა ასევე „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კონსტიტუციიდან გამომდინარე ცვლილების თანახმად, გენერალურ აუდიტორს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად დღეს მოქმედი სიითი შემადგენლობისა. კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის აგრეთვე კანონის ის ნორმა, რომელიც გენერალური აუდიტორის თანამდებობიდან გადაყენებას ეხება.

„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად შედის ცვლილება, რომელის თანახმად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს პარლამენტი იღებს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესაბამისად ანალოგიური ცვლილებების განხორციელების საჭიროება დადგა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსშიც.

დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, ასევე, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის მოყვანის მიზნით შემუშავებული ორგანული კანონის პროექტები: „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღესვე მოისმინა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში“.

როგორც გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა აღნიშნა, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ წელს სხვადასხვა სექტორში 84 აუდიტი ჩაატარა, რომლებმაც ნაერთი ბიუჯეტის 81%, 9,5 მილიარდი ლარი მოიცვა. მისი თქმით, მიმდინარე წელს, აუდიტების რაოდენობა 21%-ით გაიზრდება, ბოლო ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი - 5%-ით. გარდა ამისა, როგორც გენერალურმა აუდიტორმა აღნიშნა, უწყებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში 1500-მდე რეკომენდაცია გასცა.

„გაიზარდა მაღალი ზემოქმედების მქონე რეკომენდაციებზე რეაგირება, ეს არის პარლამენტთან ერთობლივი მუშაობის შედეგი, როდესაც ჩვენ სისტემატური ხასიათი მივეცით ჩვენი დასკვნების, განსაკუთრებით, ეფექტიანობის ნაწილში, რეკომდენდაციების განხილვას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფში“, - განაცხადა მან.

დღესვე კომიტეტმა განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღება განპირობებულია 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღებისა და შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების სისტემის დანერგვის და ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპის გაუქმების აუცილებლობით. „ ჩვენი მიზანია საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მომხმარებელთა და მეწარმე სუბიექტთა ინტერესთა ბალანსის დაურღვევლად, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების პროცესში თანხის დამრგვალების სისტემის დანერგვა და ნაღდი ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელების პრინციპის გაუქმება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დღესვე დეპუტატებმა განიხილეს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი - A) და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი - B) ფინანსურ ხელშეკრულებაში N2 ცვლილების შეტანის შესახებ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ასევე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის