logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
რომეო მიქაუტაძე საგურამოში 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
რომეო მიქაუტაძე საგურამოში 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
13:28 21.06.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე საგურამოში ახალი, 25 მეგავატიანი ქვესადგურის გახსნის ღონისძიებას დაესწრო, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დაკვეთით კომპანია „ენერგოსერვისმა“ ააშენა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, რადგან ეს უშუალო კავშირშია როგორც დარგის განვითარებასთან, ასევე ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ქვესადგური პირდაპირ კავშირში შეიძლება არ იყოს მოსახლეობის ენერგომომარაგებასთან, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ ამით ჩვენ მივიღებთ რამდენიმე სათავე ნაგებობების, ასევე სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი გარანტი იქნება თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ასეთი ობიექტები ბევრი იყოს ჩვენს ქვეყანაში. „სასიხარულოა, რომ კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული ობიექტის შექმნით, რამდენიმე წლის წინ ასევე ვესწრებოდი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გახსნის ღონისძიებას და დარწმუნებული ვარ, რომ კომპანია განვითარებას კიდევ უფრო მეტი წარმატებით გააგრძელებს. მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკულ სექტორში საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს, იზრდება მოხმარება, ბევრი ობიექტი შენდება და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული ასეთი პროექტის მხარდამჭერი ყოველთვის იქნება ეკონომიკის სამინისტრო“ - აღნიშნა მიქაუტაძემ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი, 25 მეგავატიანი ქვესადგურის მშენებლობას 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხმარდა, ხოლო მისი განხორციელების პროცესში 40 ადამიანი დასაქმდა. ქვესადგურს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის საგურამოს და ნატახტარის სათავე ნაგებობების, ასევე სატუმბე სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტი იქნება.
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი GGU (Georgian Global Utilities) ჯგუფის წევრია. თავის მხრივ Georgia Global Utilities „საქართველოს კაპიტალში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ინვესტირებას წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა