ილია წულაია: მამუკა ბახტაძის ინიციატივა ბიზნესისთვის ძალიან კარგი სიგნალია
ილია წულაია: მამუკა ბახტაძის ინიციატივა ბიზნესისთვის ძალიან კარგი სიგნალია
22:12 19.06.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიდუბის რაიონის მაჟორიტარის, ილია წულაიას განცხადებით, მამუკა ბახტაძეს ინიციატივა, რომ შეიქმნას ახალი საბაჟო საგადასახადო კოდექსი, ძალიან კარგი სიგნალია ბიზნესისთვის.

"აქამდეც მამუკა ბახტაძე არაერთხელ შეხვდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და ისმენდა მათ შეხედულებებს ახალი საგადასახადო კოდექსის შექმნასთან დაკავშირებით. მიუხედავდ იმისა, რომ ბოლო წლებში ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, აუცილებელია, ის კიდევ უფრო დაიხვეწოს.

სრულად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ მამუკა ბახტაძის პოზიციას, რომ საგადასახადო და საბაჟო კოდექსმა მიიღოს ერთიანი დოკუმენტის სახე, რაც კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას.

მე მჯერა, რომ ახალი პრემიერი არაერთ ისეთ რეფორმას გაატარებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლს ითამაშებს"-განაცხადა წულაიამ.


ბეჭდვა