logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გენადი არველაძე: სატრანსპორტო კორიდორების მიმზიდველობის ამაღლებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი სატარიფო სისტემა
გენადი არველაძე: სატრანსპორტო კორიდორების მიმზიდველობის ამაღლებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი სატარიფო სისტემა
19:57 15.06.2018
რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტებისა და ამ მიმართულებით საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ მოხსენებაში, რომელიც მან 15 ივნისს, ბათუმში, რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ გააკეთა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბების, ასევე გლობალური და რეგიონალური მასშტაბის სატრანსპორტო კორიდორებში ქვეყნის მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობა. ამ მიმართულებით გენადი არველაძემ გამოყო „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში ტრანსკასპიური საერთაშორისო კორიდორი, იგივე ცენტრალური კორიდორი. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მონაწილეობაზე სხვადასხვა ინიციატივებში და მათ მნიშვნელობაზე, მათ შორის, აქცენტი გააკეთა სამხრეთ-დასავლეთის, ყურე-შავი ზღვისა და ლაპის ლაზულის კორიდორებზე.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არსებული სატრანსპორტო კორიდორების მიმზიდველობის ამაღლებისთვის, გამართულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან ერთად აუცილებელია კონკურენტუნარიანი სატარიფო სისტემა და გამარტივებული საბაჟო პროცედურები. გენადი არველაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო - ლოგისტიკურ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრები, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის რეგიონალური პროექტი. არველაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის გაზრდას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა კასპიისა და შავი ზღვის აუზებში საბორნე მომსახურების ეფექტიანობის ამაღლებაზე და შესაბამის ტარიფების შემცირების მიმართულებით მუშაობის გააქტიურებაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე. „საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას კასპიის ნავთობისა და გაზის რესურსების ევროკავშირის ბაზარზე მისაწოდებლად, სტრატეგიული და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იგი დაინტერესებულია ტრანზიტის მოცულობის გაზრდით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბუნებრივ აირს. შესაბამისად, განსაკუთრებით მისასალმებელია შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განვითარება, SCPX-ის, TANAP-ის და TAP-ის გაზის სატრანსპორტო მილსადენების მშენებლობა, რაც გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვან ტრანსკასპიური მილსადენის და „თეთრი ნაკადის“ პროექტებზე. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „თეთრი ნაკადის“ პროექტზე, რომელიც იყენებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის სტრატეგიულ ადგილმდებარეობებს და თურქმენეთის გაზისთვის ხსნის ხარჯ-ეფექტიან მარშრუტს გერმანიაში და მეზობელ ქვეყნებში ტრანსპორტირებისთვის.

გენადი არველაძემ ასევე განიხილა ელექტროენერგეტიკული სექტორი და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, ევრაზიულ და ევროპულ ელექტროენერგეტიკულ ბაზრებს შორის და საკმარისი განახლებადი ენერგიის წყაროების არსებობა ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მიმართულებით, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა