logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა მიულოცა
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა მიულოცა
18:39 15.06.2018
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ დღეს, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა მიულოცა.

„აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ვიმყოფები საქართველოში. მქონდა ძალიან კარგი, ხანგრძლივი საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, სტრუქტურულ რეფორმებზე და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკს შეუძლია გაუწიოს საქართველოს მომავალში. მე მას ვულოცავ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას. საქართველოში ჩვენი ჩამოსვლა დაემთხვა ამ მნიშვნელოვან სამთავრობო ცვლილებებს, თუმცა ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ხელისუფლების რეფორმების მტკიცე მხარდაჭერას,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

მან, ასევე, ისაუბრა ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ და აღნიშნა, რომ შედგა ნაყოფიერი დიალოგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკის დედოლარიზაცია. შევხვდი განათლების მინისტრს, ვისაუბრეთ განათლების სექტორში შესაძლო მხარდაჭერის შესახებ მზის ენერგიის სისტემების დანერგვის მეშვეობით და ასევე, განვიხილეთ განათლების სექტორის გაუმჯობესების საკითხები, მათ შორის, ტექნიკურ სფეროებში. ნაყოფიერი საუბარი გვქონდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის, გზების მშენებლობას, როგორც სამხრეთისა და ჩრდილოეთის, ისე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მონაკვეთებზე. ეს არის გზების მშენებლობის ორი მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ, ასევე, მხარს ვუჭერთ წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობას, ენერგეტიკულ პროექტებს,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჰქონდა შესაძლებლობა, დედაქალაქის მერთან ერთად დამეთვალიერებინა მეტრო სადგური „უნივერსიტეტი“, რომელიც ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა. ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ასევე, მოინახულა ის საწარმოები, რომლებიც დაფინანსებულია ADB-ის დაკრედიტების ფარგლებში.

„შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ ძლიერი აქტივობით, რასაც კერძო სექტორი ახორციელებს აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც 2007 წელს საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი გახდა, ჩვენ გამოვყავით 2.4 მილიარდი დოლარი, მაგრამ მომავალ 2019-2021 წლებში, ვგეგმავთ კიდევ 1.2 მილიარდის გამოყოფას ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ გავაფართოებთ ჩვენს აქტივობებს განათლების სექტორში და გავაგრძელებთ დაფინანსებას მიმდინარე პოლიტიკისა და რეფორმების მხარდასაჭერად, მათ შორისაა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმა და მმართველობითი რეფორმა,“ - განაცხადა ტაკეჰიკო ნაკაომ.

მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობას.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო აღფრთოვანება ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობით, დიდი პოტენციალი გაქვთ აგრარულ სექტორში. ქვეყანას აქვს საშუალება, ჰქონდეს ტექნოლოგიურად განვითარებული ეკონომიკა, რაც დაფუძნებული იქნება ძლიერ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ განათლებაზე. ამასთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაკავშირებული იყოს როგორც აზიასა და ევროპასთან, ასევე სამხრეთთან და ჩრდილოეთთან. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას, რათა განვავითაროთ ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა