logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გენადი არველაძე - DCFTA  ვაჭრობის სტატისტიკაზე დადებითად აისახა
გენადი არველაძე - DCFTA ვაჭრობის სტატისტიკაზე დადებითად აისახა
18:36 15.06.2018
ბათუმში გამართულ რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში - "საქართველოს ევროპული გზა" მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DჩFთA) განხორციელების მიმართულებით, ასევე მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.
მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ DჩFთA-ის დადებითი გავლენა, პირველ რიგში, ასახულია ვაჭრობის სტატისტიკაზე - მიმდინარე წლის იანვარი-აპრილის მონაცემებით, ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 25.7% და შეადგინა 1 0701.1 მლნ. აშშ დოლარი. ევროკავშირი დღესდღეობით წარმოადგენს საქართველოს პირველ სავაჭრო პარტნიორს.
სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გენადი არველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ მიღწევებზე, როგორიცაა საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო/ევროპული აღიარების მოპოვება, რაც გულისხმობს საქართველოში აკრედიტებული პირების მიერ გაცემული სერტიფიკატების და ლაბორატორიული გამოცდის ოქმების საერთაშორისო აღიარებას. საქართველომ წარმატებას მიაღწია ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის თვალსაზრისით და აგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. გენადი არველაძემ ასევე ისაუბრა შეთანხმების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა DჩFთA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციის კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, სწორედ ამისთვის სამინისტრომ შეიმუშავა DჩFთA-ის შესრულების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის. მან ასევე ისაუბრა რეგიონისათვის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების შესახებ და საქართველოს როლზე ამ მიმართულებით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის