logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
დიმიტრი ქუმსიშვილი: ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურმა მუშაობამ რეალური შედეგი მოგვიტანა - მაისში ექსპორტის ზრდამ ბოლო წლების რეკორდს მიაღწია
დიმიტრი ქუმსიშვილი: ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურმა მუშაობამ რეალური შედეგი მოგვიტანა - მაისში ექსპორტის ზრდამ ბოლო წლების რეკორდს მიაღწია
17:03 13.06.2018
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ექსპორტის რეკორდული ზრდის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი იმ ქვეყნების რიცხვის ზრდაა, რომელთანაც საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გააფორმა.
ამის შესახებ ქუმსიშვილმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემების კომენტირებისას განაცხადა.

„2018 წლის მაისში ექსპორტის რეკორდული - 50.2 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული - პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გაიზარდა გეოგრაფია იმ ქვეყნებისა, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს და ეს სია მალე ჰონგ კონგით და სხვა სტრატეგიული ბაზრებით გაიზრდება. გარდა ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებს, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოებას უწყობს ხელს. ამასთან, ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივ მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ გასაღების ახალი ბაზრების ათვისება“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.


პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საქართველოდან ექსპორტი 2016 წლიდან ზრდის დინამიკით ხასიათდება. 2017 წელს ექსპორტი 29.3%-ით გაიზარდა და 2,731 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო საგარეო მოთხოვნის ზრდამ საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე.



2018 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 28.0%-ით გაიზარდა და 1 284.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 894.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.5 პროცენტით მეტია. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი, კერძოდ: 2018 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტითაა გაუმჯობესებული.


„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით. თავისუფალი ვაჭრობის სფეროში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
რატომ დაუშვა რუსეთმა თურქმენული გაზის სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპისაკენ ტრანზიტის შესაძლებლობა?
12:06 15.08.2018
სოჭში ერთმანეთს რუსეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები - ვლადიმერ პუტინი და გურბანგული
ინტერვიუ
ინტერვიუ დიმიტრი მედვედევთან: ჩვენი ამოცანა არ იყო, რომ საქართველო მთლიანად გაგვენადგურებინა და სააკაშვილი დაგვესაჯა
12:43 07.08.2018

2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო - ქართველი სამხედროები ცხინვალში

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს