logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა კონფერენცია GLOBAL G.A.P გახსნა
ლევან დავითაშვილმა კონფერენცია GLOBAL G.A.P გახსნა
15:14 07.06.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კონფერენცია „GLOBAL G.A.P განვითარების შესაძლებლობები საქართველოში“ გახსნა. ღონისძიებაზე ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლებმა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში, სტანდარტის პოპულარიზაციაზე მუშაობა მოქნილი და ეფექტიანი იქნება, რადგან სამინისტროს ხედვას გარემოზე ზემოქმედების მიმართ პასუხისმგებელი და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მნიშვნელოვანია მაღალი ღირებულების ბაზრებზე წვდომა და ქართული პროდუქციის სანდოობის ზრდა. სწორედ ამ მიმართულებით, GLOBAL G.A.P-ის, იგივე სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის პოპულარიზაციის სრულ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკა უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო სექტორში გარკვეულ ინტერვენციებს, ბაზრებზე ხელმისაწვდომობას და მათ დივერსიფიკაციას. საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) მრავალ ვალდებულებას გვაკისრებს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. ევროკავშირის ბაზარი კი პროდუქციის შესაბამის ხარისხს და აღიარებას მოითხოვს. მე მოხარული ვარ დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობით. GLOBAL G.A.P-ის სტანდარტის დანერგვა ჩვენი ფერმერებისთვის, მწარმოებლებისთვის უკავშირდება ახალი შესაძლებლობების გაჩენას და ალტერნატიული ბაზრების მოძიებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ღირებულების ბაზრებზე წვდომა და ქართული პროდუქციის სანდოობის ზრდა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა
„მე ვფიქრობ ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღეს, ყველა დაინტერესებული მხარე ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. ჩვენ ერთად ვისაუბრებთ GLOBAL G.A.P-ის, იგივე სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის მნიშვნელობის და წარმოებაში მისი დანერგვის შესახებ. ვფიქრობ, დღეს მიღებული ინფორმაცია მწარმოებლებს და ფერმერებს დაეხმარებათ პრაქტიკის გაუმჯობესებაში და ახალი ბაზრების მოძიებაში“, - განაცხადა GLOBAL G.A.P-ის სამდივნოს ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ენრიკე ურიბემ.
კონფერენცია საკონსულტაციო კომპანიის „GDSI“, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში და ინიციატივა „ტრაქტორის“ მხარდაჭერით სასტუმროში „Courtyard Marriott Tbilisi“ გაიმართა.
კონფერენციას ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებების და საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა