დიმიტრი ქუმსიშვილი: საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
დიმიტრი ქუმსიშვილი: საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
15:08 07.06.2018
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და სწორედ ამ მიმართულებით საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მთავრობა აგრძელებსმუშაობას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით - უკვე დამტკიცებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რომელიც მრავალმიმართულებას მოიცავს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი აღნიშნავს, საკრედიტო-საგარანტიო რეფორმაზე მუშაობის პროცესში უკვე გაიმართა არაერთი შეხვედრა რეფორმაში ჩართულ მხარეებთან დასხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეფორმის გასატარებლად საჭირო ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართულიმხარის სურვილია, რომ ევროკავშირი იყოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ერთ-ერთი თანამონაწილე.
საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის შესახებ პირველ ვიცე-პრემიერს მაისის ბოლოს აშშ-ში ვიზიტისას დეტალური საუბარი ჰქონდა სავალუტო ფონდში. „მოგეხსენებათ,ფისკალური ჩარჩოს კუთხით, თუ ეს ეხება ბიუჯეტიდან გარკვეული მიმართულების სტიმულირებას, რა თქმა უნდა, დონორ ორგანიზაციებთანაა შესათანხმებელი. ჩვენ მათგანმივიღეთ თანხმობა, რომ ამ მიმართულებით ერთად ვიმუშავებთ და საბოლოო ჯამში, ამ რეფორმის გატარება კიდევ უფრო დაეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმას, რომელიცასე გვჭირდება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ბეჭდვა