logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
5 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა
5 თვეში ქართული ღვინის ექსპორტი 27%-ით გაიზარდა
10:40 05.06.2018
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 27%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 75,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა როგორც ევროპისა და აზიის, ისე ტრადიციული ბაზრებზე: იაპონია - 186% (97668), დიდი ბრიტანეთი - 109% (45210), ჩეხეთი - 87% (24408), სამხრეთ კორეა 76% (31380), გერმანია - 51% (252982), ნიდერლანდები - 45% (33399), რუსეთი - 38% (20439494), უკრაინა - 33% (3149059), პოლონეთი - 33% (1300222), ყაზახეთი - 32% (1379698), ლიეტუვა - 22% (172020), ლატვია - 22% (670260), ესტონეთი - 16% (216762), ბელარუსი - 11% (461952) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (20439494), უკრაინა (3149059), ჩინეთი (2331800), ყაზახეთი (1379698) და პოლონეთი (1300222).
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 172-მა კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის 5 თვის მონაცემებს. ექსპორტირებული ბრენდი თანხაში შეადგენს 13,8 მლნ აშშ დოლარს (ზრდა 3%).
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 134 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ შეადგინა 82%. სულ ექსპორტირებულია 418,3 ათასი დოლარის ღირებულების ჭაჭა (ზრდა 104%).
ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 5,7 მლნ ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 1,7 მლნ, „წინანდალი“ – 1,4 მლნ, „ახაშენი“ – 638 ათასი, „ხვანჭკარა“ – 282 ათასი, „ტვიში“ – 140 ათასი, „ყვარელი“ – 58 ათასი ბოთლი და ა.შ.
სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 123,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა