logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება
ირაკლი კოვზანაძე: პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება
22:58 21.05.2018
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა დაასრულა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის, განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალია, ვიდრე მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტით იყო დაგეგმილი.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 5%-ს გადააჭარბა, ინფლაცია კი მიზნობრივ ნიშნულზე ქვევითაა და შეადგენს 2,8%-ს, რაც მისასალმებელია. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, ნაერთი ბიუჯეტის შესრულების დადებითი მაჩვენებელი გვაქვს, როგორც შემოსულობების, ისე ხარჯვით ნაწილში. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებელია 104,4% და დამატებით მობილიზებულია 102 მლნ. ლარი, ხოლო ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვანია კაპიტალური ხარჯების, ანუ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაწეული ხარჯების ათვისება, რომელიც 87,7 მლნ ლარით მეტია, ვიდრე წინა წლის პირველ კვარტალში. ამავე დროს, სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამური ხარჯვითი ნაწილის შესრულება 93,9 %-ია, რაც საერთაშორისო დონეზე ბიუჯეტის ნამდვილად კარგ შესრულებად ითვლება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა ფინანსთა სამინისტროს წარმოდგენილი მონაცემები სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 213 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, თუმცა, შემდეგ ეს ციფრი დაზუსტდა და 221 მლნ ლარით განისაზღვრა. ამასთანავე, მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლების კუთხით, სახელმწიფო ბიუჯეტში, დამატებით მობილიზდა 144 მლნ. ლარი.
„საქართველოს ეკონომიკაში ყველა მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება- მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გაცილებით მაღალია, ვიდრე 2018 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებდა, ბოლო 2 წელიწადია, ექსპორტი იმპორტთან შედარებით, წინმსწრები ტემპით იზრდება, შემოსავლები ტურიზმიდან ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. სახელმწიფო ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც დღეს კომიტეტმა განიხილა, მიუთითებს, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორი მიმართულებით ხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.



კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტების მიხედვით, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ივლისიდან იცვლება მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები. დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1 %-იანი განაკვეთით, 5 % -ის ნაცვლად, ხოლო 100000 ლარიდან 500000 ლარამდე იზრდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა.

დღესვე კომიტეტის მიერ ინიცირებული იქნა კანონპროექტები: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
აღნიშნული კანონპროექტების შემუშავება განაპირობა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამ. ცვლილებების მიზანია, საკანონმდებლო აქტები ჰარმონიზაციაში იყოს ქვეყნის უზენაეს კანონთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის