logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე მებაჟე ოფიცრებს: თქვენი პროფესიონალიზმით იხსენით უამრავი ადამიანის სიცოცხლე
მამუკა ბახტაძე მებაჟე ოფიცრებს: თქვენი პროფესიონალიზმით იხსენით უამრავი ადამიანის სიცოცხლე
12:03 14.05.2018
ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე იმ მებაჟე ოფიცრებს შეხვდა, რომლებმაც წლის დასაწყისიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

„თქვენი პროფესიონალიზმით იხსენით უამრავი ადამიანის სიცოცხლე“ - ასე მიმართა ბახტაძემ მებაჟე ოფიცრებს.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა მებაჟე-ოფიცრებს მადლობა გადაუხადა გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ამავე დროს, მოუწოდა საზღვრის კვეთის პროცესში, კანონიერებისა და წესრიგის, მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი ჯანმრთელობის დასაცავად, გააგრძელონ მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალშიც, სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა საბაჟო სისტემის მუშაობა გახდეს კიდევ უფრო ეფექტური.



აღსანიშნავია, სწორედ ამ მებაჟე-ოფიცრებმა „კარწახის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აღკვეთეს 1500 აბი ნარკოტიკული ნივთიერება SUBOXENE-ის შემოტანის ფაქტი, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტში“ გამოავლინეს 615 გრამი ჰეროინი, 3,8 კგ ოპიუმი, 1 კგ კოკაინი, „სარფის“ საბაჟო გამშვებ-პუნქტში ამოღებულ იქნა 99 აბი მეტადონი, რომელიც უპრეცედენტო რაოდენობად ითვლება, ასევე ამოღებულია 71,75 გრამი მეტამფეტამინი.



შეხვედრის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის, მებაჟე-ოფიცრებს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მადლობის სიგელები გადასცა.



„1500 აბი ნარკოტიკული ნივთიერება SUBOXENE არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოვლენა. ეს ნათლად მიუთითებს, ერთი მხრივ იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს საქართველოს, მაგრამ ამავე დროს, მიუთითებს პროფესიონალიზმის იმ მაღალ სტანდარტზე, რაც არის ჩვენს უწყებებში, რომლებიც დაკავებულები არიან ნარკოტრაფიკის გამოვლენით. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მებაჟე-ოფიცრებს საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადავუხადო ღირსეული სამსახურისთვის,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.



როგორც აღინიშნა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი მომავალშიც, 24/7 რეჟიმის პირობებში, ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას როგორც ნარკოტიკული ასევე ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის