იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.2%-ით გაიზარდა
 იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.2%-ით გაიზარდა
11:23 14.05.2018
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 786.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 961.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (22.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 824.8 მლნ. აშშ დოლარი (22.3 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აპრილში 1 863.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.2 პროცენტი შეადგინა.

ბეჭდვა