logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დღეიდან მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართება
დღეიდან მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართება
23:43 13.05.2018
მიმდინარე წლის 14-16 მაისს, საქართველოში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა შეხვედრა იმართება. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა ოფიციალური დელეგაცია უკვე ჩამოვიდა თბილისში. აღსანიშნავია, რომ ეს მათი პირველი ვიზიტია საქართველოში. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს წევრებს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.

აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ბანკის მხრიდან ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. ვიზიტის მიზანია, საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული, ასევე სამომავლო პროექტებისა და ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე რეფორმების გაცნობა.

ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორები შეხვდებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, ფინანსთა მინისტრს, მთავრობის სხვა წევრებს, დედაქალაქის მერს.

„მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების პარტნიორია საქართველოსთვის. ჩვენ მსოფლიო ბანკთან ამჟამად ვმუშაობთ მომავალი პარტნიორობის გეგმაზე. აღნიშნული დოკუმენტი განხილულ უნდა იქნეს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი სტუმრების ინფორმირება იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა გეგმები გვაქვს, რა პრიორიტეტები მომავალი თანამშრომლობისთვის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.

„დღეს, ჩვენ დავხვდით მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებს, რომლებიც ვიზიტით ეწვივნენ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ვიზიტი საქართველოში, რათა ისინი თავად გაეცნონ იმ პროექტებს, რომლებიც მსოფლიო ბანკის ინვესტიციებით ხორციელდება. ჩვენ მათ სიამაყით წარვუდგენთ მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ განხორციელებული ინვესტიციების შედეგებს კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავსა და ყვარელში,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა