logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ახალი ინდური ფილმის გადაღებები იწყება
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ახალი ინდური ფილმის გადაღებები იწყება
18:41 11.05.2018
საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი უფრო და უფრო დატვირთული ხდება და კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამით "გადაიღე საქართველოში" დაინტერესებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. პროგრამის ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან სულ რაღაც 2 წელში კიდევ ერთი, ახალი, რიგით მეთხუთმეტე პროექტი ხორციელდება.
ახალ მხატვრული ჟანრის ფილმს - "K-12" ინდური კომპანია ქართული საპროდიუსერო კომპანიასთან "ჯორჯიან ფილმ პროდაქშენ" თანამშრომლობით იღებს, ხოლო გადასაღებ ლოკაციებად სხვადასხვა რეგიონები: თბილისი, გუდაური, ნატახტარი და სვანეთი შეირჩა.
ფილმის სიუჟეტი ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე, კერძოდ ჰიმალაის ტერიტორიაზე ვითარდება,რომელიც იქ არსებულ რთულ სამუშაო პირობებს აღწერს. ფილმი გასაოცარი ლანდშაფტის ფონზე, წარმოუდგენელი სამაშველო მისიის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ორივე მხარის ჯარისკაცები დაუჯერებელ გამბედაობას, პატივისცემას და პროფესიონალიზმს გამოავლენენ.
აღსანიშნავია, რომ ფილმის რეჟისორ - პრავენ სატარასთვის პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, მეორე პროექტია, კერძოდ კი 2016 წელს მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმი "პსვ გარუდა ვეგა" გადაიღო, რომელშიც ბოლივუდის ვარსკვლავი, რაჯესაკარ ვარადარაჯანი (ღააჯესაკარ Vარადარაჯან) ასრულებდა მთავარ როლს.
ფილმის გადაღებები 1 თვის განმავლობაში, კერძოდ 18 მაისიდან - 20 ივნისი ჩათვლით გაგრძლედება, პროექტის ფარგლებში საქართველოში 996 771 ლარი დაიხარჯება და გადაღებების პირველ ეტაპზე 22 მსახიობი დასაქმდება.
პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში განხორციელდა 15 პროექტი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 9 ფილმზე, ხოლო 6 ფილმის გადაღებებები ამჟამად მიმდინარეობს. შემოსული პროექტებიდან ექვსი ინდური კინოპროდუქციაა, ერთი ქართულ-იტალიურ-ფრანგული კოპროდუქცია, ერთი ქართულ-ამერიკულ-ნორვეგიული, ერთი ქართულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ბრიტანული, ერთი ქართულ-ირლანდიური, ერთი ქართულ-გერმანულ-ფრანგული, ერთი ქართულ-ამერიკული, ერთი ქართულ- ნორვეგიული და ერთიც კი ქართულ-ჩინური. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 26 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივად 2 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, სასიამოვნო წარმატებაც, რომ პროგრამის ფარგლებში შპს "იგელ პროდაქშენს", "Bეტტერფლყ Pროდუცტიონ"-ს, შპს "ჯიოსტარ ენთერპრაისს", სჯ "ფილმ პროდაქშენს", "შოლუტიონ თჰე Fილმ"-ს რომლებიც პროგრამის ფარგლებში ე.წ ცასჰ რებატე მექანიზმით სარგებლობდნენ, საქართველოში დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯების 20% უკვე აუნაზღაურდა. აღნიშნული პროგრამა კი კიდევ უფრო მეტ პროდიუსერს უჩენს ინტერესს გადმოიტანონ კინოწარმოება საქართველოში და დაიბრუნონ კინოგადაღებებზე დახარჯული თანხის ნაწილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის