საერთაშორისო ექსპერტებმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტები გამოავლინეს
საერთაშორისო ექსპერტებმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტები გამოავლინეს
18:10 08.05.2018
ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტები დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა გამოავლინეს. მეორე ეტაპზე 132 აპლიკანტიდან 43 შეირჩა.
ფინალისტების ვინაობა ცნობილია - კონკურენცია დიდია, თუმცა ამასთან ერთად შესაძლებლობაც, რომელიც გამარჯვებულ სტარტაპებს აქვთ - 100 ათასი ლარის ოდენობის მაქსიმალური თანხა ერთ სტარტაპს და 2 მილიონ ლარიანი სრული ბიუჯეტი.
დასკვნითი ეტაპი 25 მაისს გაიმართება და საბოლოო გამარჯვებულებიც გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანა.
ასეთი პროგრამები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და ციფრული, ტექნოლოგიური პროგრესისთვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2018 წლის 26 თებერვალს გამოაცხადა.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.



ბეჭდვა