მამუკა ბახტაძე: ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული თუ ციფრული ეკონომიკის სექტორი არ იქნება განვითარებული
მამუკა ბახტაძე: ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული თუ ციფრული ეკონომიკის სექტორი არ იქნება განვითარებული
18:19 07.05.2018
იმ ტენდენციებიდან გამომდინარე, რაც დღეს მსოფლიო ეკონომიკაშია, ვერც ერთი ეკონომიკა ვერ იქნება წარმატებული თუ ციფრული ეკონომიკის სექტორი არ იქნება განვითარებული, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების კიდევ უფრო წახალისება.

„სწორედ ესაა ჩვენი არგუმენტი იმ ოპონენტებთან საუბრისას, რომლებიც ამბობენ, რომ თურმე ტექნოლოგიურ სტარტაპებში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და ინვესტირება, წყალში გადაყრილი ფული იქნება. მინდა დაგარწმუნოთ, წყალში გადაყრილი იქნება ყველა ის ინვესტიცია, რომელიც საქართველოში არ მოგვცემს ციფრული ეკონომიკის განვითარებას. მე საინტერესო შეხვედრები მქონდა ჩვენს იმ მოქალაქეებთან, რომლებიც ჩართულები არიან ამ ბიზნესში, მათ შორის, იყვნენ ისინი, ვინც თავის დროზე იძულებულები იყვნენ წასულიყვნენ საქართველოდან. დღეს, ისინი მოღვაწეობენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და სწორედ მაღალტექნოლოგიურ საქმიანობაში არიან ჩართულები. საქართველოში არის ამის რესურსი, ჩვენს ახალგაზრდებში არის ამის პოტენციალი და გარწმუნებთ, რომ ამ მიმართულებით დაანონსებულ რეფორმას, აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.


ბეჭდვა