,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევას აცხადებს
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევას აცხადებს
12:17 05.05.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს სატრანსპორტო საშუალებებით მოემსახუროს.

წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიურ უფლებას ერთ კონკრეტულ პირს არ მიანიჭებს.ამის მიზეზი კი აეროპორტებში გაზრდილი მგზავრთნაკადი და მუდმივად მზარდი ახალი მიმართულებებია.
აქედან გამომდინარე, ინტერესისგამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისოაეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები. ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზეგანაცხადის შემოტანა შეუძლიათ 2018 წლის 7 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება), ან ელექტრონულ ფოსტაზე business@airports.ge

ბეჭდვა