logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
შვეიცარია საქართველოში აგრარული დარგის მხარდაჭერას აგრძელებს
შვეიცარია საქართველოში აგრარული დარგის მხარდაჭერას აგრძელებს
16:55 04.05.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს (SDC) მანუელ ზაგერს, შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ლუკას ბერლინგერს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონულ ხელმძღვანელს ოლივიე ბურკს და სააგენტოს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე და ხაზი გაუსვა შვეიცარიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების, ასევე, დარგის განვითარებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის საკითხებს.
ნოდარ კერესელიძემ მანუელ ზაგერს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოსთვის აგრარული დარგის პრიორიტეტულობის საკითხი.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ შვეიცარიასთან თანამშრომლობის ყველა მიმართულება სრულ თანხვედრაშია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიულ გეგმას. ნოდარ კერესელიძემ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალურ დირექტორს მავნებელთან ბრძოლის 2018 წლის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. მოგეხსენებათ, პროფესიული განათლება და სწავლება არის ნებისმიერი დარგის განვითარების წინაპირობა, რასაც აგრარულ სფეროში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.
„მრავალი წელია შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ჩვენ ვაფასებთ დარგის განვითარების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებს. შედეგები ნამდვილად თვალსაჩინოა და გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას“,- განაცხადა მანუელ ზაგერმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე დემნა ხელაია ესწრებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის