logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება
მამუკა ბახტაძე: ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება
16:32 04.05.2018
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, იმ შესაძლებლობების შესწავლა მიმდინარეობს, რომლითაც აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება უნდა გაზარდოს.
ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ კერძო სექტორისა და თანაინვესტირების საკითხებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, დივაკარ გუფთასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა .

მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. საუბრისას, განიხილეს საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის, მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.



„მანილაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან აზიის განვითარების ბანკიდან. ვსწავლობთ შესაძლებლობას, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში გაზარდოს მცირე და საშუალო მეწარმეების დაკრედიტება, განსაკუთრებით იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომელიც დაგვეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებმა, უკეთ გამოიყენონ ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ როგორც ჩინეთთან, ისე ევროკავშირთან,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.



„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. როგორც შეხვედრაზე აღვნიშნეთ, აზიის განვითარების ბანკი ძალიან აფასებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია მმართველობის სფეროსა და ეკონომიკაში. ბანკი აქტიურადაა წარმოდგენილი საქართველოში, დღევანდელმა შეხვედრამ გამოკვეთა მთავრობის მიერ დაგეგმილი ახალი მიმართულებები და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ასევე, სოფლის მეურნეობის სფეროში ხელშეწყობის, ჰიდროენერგეტიკის გაძლიერების მიმართულებით,“ - განაცხადა კერძო სექტორისა და თანაინვესტირების საკითხებში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონაწილეობს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში, რომელიც ფილიპინებში, ქ. მანილაში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა