logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს საბანკო სისტემა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა
ირაკლი კოვზანაძე: საქართველოს საბანკო სისტემა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა
20:50 30.04.2018
„ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს საბანკო სისტემამ გაუძლო არაერთ ეგზოგენურ შოკს, ამავე დროს შეინარჩუნა სტაბილურობა და სიცოცხლისუნარიანობა“, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღეს სასტუმრო „ბილტმორში“გამართულ საბანკო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„90-იანი წლების ბოლოს 200-ზე მეტი რეგისტრირებული ბანკიდან, რომელთა უდიდესი ნაწილის კაპიტალიზაცია მხოლოდ ქაღალდზე ფიქსირდებოდა, დღეს 16 ბანკი ოპერირებს, სანაცვლოდ, მათი აქტივების მოცულობა 34 მილიარდ ლარს აჭარბებს, ორი ქართული ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ასეთი წარმატებისთვის ამიერკავკასიის არცერთ სხვა ქვეყანას არ მიუღწევია. საქართველოს საბანკო სისტემა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და წარმატებული პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და, პრაქტიკულად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ამავე დროს კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება კომერციული ბანკების მიმართ არაერთგვაროვანია, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამოიკვეთა. ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ საჭიროა, გაიმართოს მეტი დისკუსია და პროფესიული განხილვა, რათა საზოგადოებამ შეიტყოს, რა გამოწვევების წინაშეა საქართველოს საბანკო ინდუსტრია და როგორია მისი როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოს საბანკო სისტემის ჯამური სააქციო კაპიტალი შეადგენს 4.6 მლრდ. ლარს, აქედან 90%- ქვეყანაში მოზიდული უცხოური კაპიტალია; ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 22 მილიარდ ლარს აჭარბებს, რაც მშპ-ის 50%-ზე მეტია. აღნიშნული თანხით დაფინანსდა მშენებლობა, ვაჭრობა, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება, ფიზიკური თუ იურიდიული პირები; სწორედ საბანკო კრედიტების ხარჯზე შექმნილია ასობით ათასი სამუშაო ადგილი. უშუალოდ საბანკო სისტემაში დასაქმებულია და საკუთარ ოჯახს არჩენს, დაახლოებით, 25 ათასი ჩვენი თანამემამულე“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
თუმცა, თავის გამოსვლაში კომიტეტის თავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, რომ საბანკო სექტორსაც აქვს თავისი „სისუსტეები“, რომელთა აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდა.

„სახეზე გვაქვს გარკვეული პრობლემები, სისუსტეები და გამოწვევები. პირველ რიგში, ვგულისხმობ მომხმარებელთა უფლების დაცვასა და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფას. ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს მრავალთვიანი დისკუსიის შემდეგ, მიიღო კანონთა პაკეტი, რომელიც არეგულირებს საბანკო ჰოლდინგების, ბანკების არაპროფილური აქტივების, მენეჯმენტის გამჭვირვალეობის, სამართლიანი კონკურენციისადა სხვა საკითხებს, ასევე დამატებით უფლებებს აძლევს ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობა-რეგულირების კუთხით. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო საბანკო სისტემის შემდგომი სრულყოფისთვის“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საბანკო ფორუმი The FINANCIAL-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე, ეროვნული ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მურთაზ კიკორია და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლები იღებდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა