logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტული სფეროების შემდგომ განვითარებას უზრუნველყოფს
მამუკა ბახტაძე: გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს პრიორიტეტული სფეროების შემდგომ განვითარებას უზრუნველყოფს
20:41 30.04.2018
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, გასული წლის შემოდგომაზე სამთავრობო კონსულტაციების დროს, შევთანხმდით ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს შემდგომი განვითარება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, რომელსაც გერმანული მხრიდან ხელი მოაწერა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც გერმანიის მთავრობა უწევს ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსების, ასევე, ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. მხარეებმა მიმოიხილეს არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სექტორებში მიმდინარე პროექტები და ასევე, ენერგოეფექტურობის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები.

„გერმანია ჩვენი მეგობარი და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა. დღეს, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო დამატებით მიიღებს 252,7 მილიონი ევროს (230მილიონი ევრო სესხის და 22,7 მილიონი ევრო გრანტის სახით). აღნიშნული თანხა, ძირითადად, მოხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლების სექტორს, კერძოდ, პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ენერგეტიკულ და გარემოს დაცვის პროექტებს. მსურს ამ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ასევე, ორ გერმანულ ფინანსურ ინსტიტუტს - გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობისსაზოგადოებას (GIZ), რომელთა საშუალებითაც მოხდება აღნიშნული ფინანსური რესურსების ათვისება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) თბილისის ოფისის დირექტორი კლაუს ფეიგელი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დირექტორი როლანდ შტურერი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის