logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
 ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ „ექსპო ჯორჯიაში“ საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2018 გახსნა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ „ექსპო ჯორჯიაში“ საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2018 გახსნა
15:42 26.04.2018
„ექსპო ჯორჯიაში“ სამშენებლო მასალებისა და ინტერიერის საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2018 გაიხსნა, რომელშიც წელს 17 ქვეყნის 200-მდე კომპანია იღებს მონაწილეობს.
გამოფენა მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ საქართველოში თურქეთის ელჩთან, ფატმა სერენ იაზგანთან ერთად გახსნა.
ირმა ქავთარაძის განცხადებით, გამოფენა წელს ოცდამესამედ ტარდება, მასში ჩვიდმეტი ქვეყნის 200-მდე კომპანია მონაწილეობს და ეს ფაქტიც მიუთითებს, რომ აღნიშნული სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და უცხოური კომპანიების საქართველოთი დაინტერესების კარგი მაჩვენებელია.
„მშენებლობის სექტორი ძალიან სწრაფად მზარდი და დინამიური სექტორია, რომელიც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ძალიან კარგად ვითარდება - მხოლოდ გასულ წელს მშენებლობაში მოზიდულ იქნა 295 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია, რაც 115 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ეს არის ძალიან კარგი ინდიკაცია, ეს სექტორი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას“ - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
როგორც გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, 23 წლის მანძილზე ამ გამოფენამ ყველაზე ეფექტიანი ინდუსტრიული მოვლენის სტატუსი მოიპოვა არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში. გამოფენა ორმხრივად დაინტერესებული მხარეების ერთ სივრცეში შეხვედრის იდეალური პლატფორმაა სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და მომსახურების მიმწოდებლებისთვის ხელშეკრულებების დასადებად საქართველოსა და კავკასიის რეგიონის კომპანიებთან, დეველოპერებთან, არქტიტექტორებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ინდუსტრიით დაინტერესებულ სხვა მხარეებთან.
„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის შემდგომი გაძლიერებისთვის, ეს ეხება როგორც სხვადასხვა დონეზე მხარდაჭერას, ასევე საკანონმდებლო მხარდაჭერას. სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი პარლამენტში აქტიური განხილვების ფაზაშია, ეკონომიკის სამინისტრო ამუშავებს ძალიან ბევრ კანონქვემდებარე აქტს, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს დარგში დასაქმებულ კომპანიებს, რომ მათ თავიანთი ბიზნესი წარმართონ მომგებიანად. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამშენებლო სექტორი კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება“ - აღნიშნა ირმა ქავთარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
Caucasus Build 2018-ში საქართველო, გერმანია, რუსეთი, ლიტვა, იტალია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ირანი, ჩინეთი, საფრანგეთი, ბელარუსი, ნორვეგია და შვეიცარია მონაწილეობს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე მსოფლიოში წამყვანი გამოფენების ცენტრი „ტუიაპი.“ გამოფენა „ექსპო ჯორჯიაში“ 29 აპრილამდე გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის