logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძე: ახალი, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და შვეიცარიას შორის საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ინვესტიციები შვეიცარიიდან საქართველოში
მამუკა ბახტაძე: ახალი, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და შვეიცარიას შორის საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ ინვესტიციები შვეიცარიიდან საქართველოში
10:38 21.04.2018
საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა, იოჰან შნაიდერ-ამანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს.

„გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მინდა შეგახსენოთ, რომ მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, ამოქმედდება ახალი, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და შვეიცარიას შორის. ეს არის უნიკალური საშუალება, რომ გავზარდოთ ინვესტიციები და სავაჭრო მოცულობებიშვეიცარიიდან საქართველოში. შვეიცარია ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ვისთანაც ჩვენ პოზიტიური სავაჭრო სალდო გვაქვს და იმედია, რომ სავაჭრო დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ, მნიშვნელოვნად გავზრდით ჩვენს ექსპორტს შვეიცარიაში,“ - განაცხადა ფინანსთამინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას სხვადასხვა სფეროში.

„ვისაუბრეთ იმ ახალი ინვესტიციების შესახებ, რომელიც იგეგმება, რომ შვეიცარიიდან განხორციელდეს საქართველოში. როგორც ცნობილია, შვეიცარია შოკოლადის მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელია - ორი წამყვანი შვეიცარიული კომპანია გეგმავს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებას აღნიშნულ სექტორში, მეორე სფერო -ხორცის წარმოებაა. მომავალ წელს, ველოდებით მნიშვნელოვან უცხოურ ინვესტიციებს შვეიცარიიდან ამ დარგში,“ -განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია Stadler Rail AG-ის მიერ თბილისში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის მშენებლობის თემა.

„როგორც იცით, კომპანია „შტადლერი“ გეგმავს საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას და ამ ქარხანაში ნაწარმოები მოძრავი შემადგენლობა მიეწოდება თბილისის მეტროპოლიტენს და საქართველოს რკინიგზას. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა საქართველო, ამავე დროს, გახდეს ასეთი მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტიორი ქვეყანა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„ამ დროისთვის, საქართველოსა და შვეიცარიას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობა კარგია და მოიცავს სხვადასხვა სფეროს. ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალაში შევა 1-ლი მაისიდან. როგორც ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 5 წლის განმავლობაში უნდა გაორმაგდეს სავაჭრო ბრუნვა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მე მაქვს ამბიცია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა თქვენს ქვეყანასთან კიდევ უფრო განმტკიცდეს და გაძლიერდეს. ფინანსთა მინისტრთან გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია.

ჩვენ ვისაუბრეთ კომპანია „შტადლერსა“ და საქართველოს შორის არსებულ აქტიურ თანამშრომლობაზე. შვეიცარული მხარე დაინტერესებულია, რომ კიდევ სხვა, დამატებითი ბიზნესსექტორები განავითაროს საქართველოში,“ - აღნიშნა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა, იოჰან შნაიდერ-ამანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის