logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
მამუკა ბახტაძე: საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით კაპიტალური ხარჯები მნიშვნელოვნად დააჩქარა
მამუკა ბახტაძე: საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით კაპიტალური ხარჯები მნიშვნელოვნად დააჩქარა
13:14 16.04.2018
ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად დააჩქარა კაპიტალური ხარჯები ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების სახით.

„გასულ და მიმდინარე წელს, დაიწყო ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, მათ შორისაა, რიკოთის მონაკვეთის ოთხივე სექცია, სამხრეთის მაგისტრალი რუსთავიდან აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრების მიმართულებით, საქართველოსთვის უპრეცედენტო სირთულის ხელოვნური ნაგებობები და გვირაბების მშენებლობა ნატახტარი-ყაზბეგის და ქუთაისი-მესტიის მიმართულებით. სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამამ და ჩვენმა წარმატებულმა ფისკალურმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ყველა მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტზე უკვე მოძიებულია დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ერთ წელიწადში შემცირდა ფისკალური დეფიციტი 3 პროცენტზე ქვევით. ’’ეს არის ნიშნული, რომელიც არის ჯანსაღი, რომელიც მიუთითებს, რომ საბიუჯეტო სექტორი ქვეყანაში არის სტაბილური მაკროეკონომიკური ატმოსფეროს გარანტი,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას, მის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს, მის გუნდს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

„მადლობას ვუხდი ასევე ჩვენი ეკონომიკური პროფილის სამინისტროების შესაბამის უწყებებს და ეროვნულ ბანკს იმ ძალიან მნიშვნელოვანი შრომისთვის, რაც იქნა გაწეული. ჩვენი და ძალიან ბევრი ექსპერტის შეფასებით, ის პროგრამა, რაც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ასე აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა სპეციალური ბრიფინგი. პრესის წარმომადგენლების წინაშე განცხადებები გააკეთეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article