logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მიმდინარე ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მიმდინარე ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
15:59 12.01.2018
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მნიშვნელოვანი ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სკოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ დააფუძნეს. სასწავლებელს აგრეთვე მხარდაჭერა აღმოუჩინა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“, რომელმაც სკოლას ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება გამოუყო საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

ტურისტული სასწავლებლის ოფიციალურ გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა და სამთო გამყოლთა დარგის სპეციალისტებმა.

ოფიციალური მისალმებისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი შეფასება მისცა საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დაფუძნებას და პროფესიონალი სამთო გიდების მომზადებას. მისი თქმით, საქართველოში ტურისტების რაოდენობას ზრდასთან ერთად აუცილებელია მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაც. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლაში სწორედ იმ პროფესიის ადამიანები მომზადდებიან, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია და ვინც ჩვენს ქვეყანას ტურიზმის განვითარების მიმართულებით ძალიან სჭირდება.

საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, რომელიც მსგავს სასწავლებლებს შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალ ნიშნულზე - 2800 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

გახსნის ოფიციალური ცერემონია სკოლის პირველი კურსდამთავრებულებისთვის (30-მდე სათხილამურო გამყოლის, საფეხმავლო გამყოლისა და სამთო გამყოლის) სერტიფიკატების გადაცემით და სამახსოვრო ფოტოს გადაღებით დასრულდა.

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მისიაა მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან, როგორც ადგილობრივ, ასევე შრომის საერთაშორისო ბაზარზე. სკოლა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მასთან დაკავშირებული მაღალი რისკის აქტივობებში ჩართული კადრების (საფეხმავლო, ალპური, სათხილამურო და სამთო გამყოლების, სამთო სპორტის სახეობებისა და სათავგადასავლო აქტივობების ინსტრუქტორების) პროფესიულ მომზადებას, ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც გაზრდის საქართველოში უსაფრთხოებას. ასევე, ქვეყანაში სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულების კონკურეტუნარიანობის გაზრდას.

გუდაურში ყოფნისას, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო საკურორტო ზონაში მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობას, მათ შორის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამჟამად გუდაურში არსებული საკანალიზაციო ქსელი ამორტიზებულია და რიგ დასახლებებში სრულად არ არის განვითარებული. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგად, გუდაურს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების სისტემა მოემსახურება. ხოლო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას რეგიონში და ხელს შეუწყობს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. ასევე, დაგეგმილია გუდაურის წყალმომარაგების ქსელის გაფართოვება, რაც გულისხმობს გუდაურის მიმდებარე სოფლის ,,სეთურების’’ წყალმომარაგების ქსელის განვითარებას. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყება.



პირველი ვიცე-პრემიერი ასევე დაინტერესდა გუდაურში 100,000 კუბური მეტრის ხელოვნური ტბის მოწყობის სამუშაოებით. აღნიშნული რეზერვუარი უზრუნველყოფს გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას. პროექტის ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.

დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე გაეცნო კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობის პროცესს, რომლის სიგრძე 7,5 კმ-ია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა აგრეთვე დაათვალიერა ახალ გუდაურში ტურისტული ობიექტები, რომლებიც სამთო კურორტზე კომპანია „რედკომ“ ააშენა. დიმიტრი ქუმსიშვილს მეგზურობა კომპანიის დამფუძნებელმა მირიან ქათამაძემ გაუწია. 2012-2016 წლებში „რედკოს“ ინვესტიციამ ახალ გუდაურში 45 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ჯამში 5 აშენებული და 5 მიმდინარე პროექტით გამოიხატა. 2018 წლის განმავლობაში „რედკო“ მშენებლობების ინტენსიურობის გაორმაგებას გეგმავს - ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში გენგეგმის მიხედვით კიდევ 7 შენობის მშენებლობის დაწყებაა გათვალისწინებული.



„გუდაურში ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე საბაგირო აშენდება გუდაურში 2018 წლის განმავლობაში. ამავე დროს, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი. 2016-17 წლებში გუდაურში 36 კმ. წყალმომარაგების ქსელი აშენდა და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ასევე მოეწყობა ხელოვნური ტბა, რომელიც ხელოვნური გათოვლიანების სისტემას უზრუნველყოფს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა