logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტებზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტებზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
13:47 16.11.2017
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა 2 საუკეთესო ლოკაცია - აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის ლოგისტიკური ცენტრი) და დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ (ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი). ასევე, მომზადდა თითოეული ლოგისტიკის ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი, ბიზნესმოდელი, გაკეთდა ბაზრის ანალიზი და სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება.
თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება შეადგენს 80.3 მილიონ აშშ დოლარს (პირველი ფაზის ღირებულება 60.7 მილიონი), ხოლო ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება 72.5 მილიონს (პირველი ფაზა - 27.1 მილიონი).
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა ცალკე თბილისის ლოგისტიკური ცენტრისა და ცალკე ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, შესარჩევი პროცესი წარიმართება რამდენიმე ფაზად, კერძოდ: პირველ ეტაპზე დაინტერესებული პირები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას, მათ შორის ინფორმაციას კომპანიაზე, მის გამოცდილებაზე, ფინანსურ რესურსზე და მიმდინარე დავებზე. მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად წამოდგენის შემთხვევაში, სამთავრობო კომისიის მიერ მოხდება რამდენიმე საუკეთესო კანდიდატის შერჩევა, რომელთაც მომდევნო ფაზაზე წარედგინებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენის შესახებ (RFP). აღნიშნული წინადადებები უნდა მოიცავდეს სრულ ტექნიკურ და კომერციულ წინადადებებს ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის, ოპერირებისა და ფინანსების მოზიდვის თაობაზე.
ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. ამასთან, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად შეიქმნება 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.
ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 იანვარი, 14 საათი.
ინტერესთა გამოხატვის პირობები, ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ვებ-გვერდზე: www.economy.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ჰელინ ზომერთან: ქართველები მერკელის ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ
10:26 05.09.2018
ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (ფრაქცია „მემარცხენეები“) ჰელინ ზომერი,
ინტერვიუ
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
10:17 04.09.2018
საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ინტერვიუ
ინტერვიუ
გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
12:08 22.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა. იგი საქართველოში
ინტერვიუ
ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
Pleas creat article