logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ვახტანგ მახარობლიშვილი სერბ პარლამენტარებს შეხვდა
ვახტანგ მახარობლიშვილი სერბ პარლამენტარებს შეხვდა
21:10 22.09.2017
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ სერბეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟარკო ობრადოვიჩი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე დუბრავკა ფილიპოვსკი და მეგობრობის ჯგუფის წევრები.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური ხასიათი მიიღო. მინისტრის მოადგილე მიესალმა სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პირველად ჩამოყალიბებას და მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს თავის საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სერბეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების აუცილებლობაზე. ამ კუთხით, ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა კავშირების გაღრმავების მიზნით დაგეგმილ სხვადასხვა ვიზიტსა და ღონისძიებაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალს და მისი გაღრმავების აუცილებლობას.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ურთიერთობებზე და აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყნის საბოლოო მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს ასევე გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნოემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა სერბეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საპარლამენტო დელეგაციას საქართველოში სტუმრობისთვის და ვიზიტის წარმატებით განხორციელება უსურვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა