logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
არქივი
გამოქვეყნების თარიღი :
გამოქვეყნების დასრულების თარიღი :
შედეგები 1 - 20, სულ 76-დან
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი ეხმაურება გარკვეული მედიასაშუალებების მიერ
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ
გორში, წისქვილკომბინატ "კარემენთან" (შინდისის გზატკეცილი 25) ხვალ საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელსაც
დავით ზალკალიანმა საქართველოს პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას
ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიშში მოცემული ინფორმაციისა და რეკომენდაციების შესახებ
„პარლამენტის მიერ მიღებული კონცეფციის შესაბამისად, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ ხვდებიან ის პირები,
„დამოუკიდებელი დირექტორების როლი კორპორაციულ მართვაში" - ამ თემაზე გაიმართა პრეზენტაცია და დისკუსია პარლამენტში
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ირანის ისლამური რესპუბლიკის
14-15 მარტს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილეს
იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში
გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 15 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საგანმანათლებლო და სასწავლო ცენტრის განვითარების კუთხით ჩვენ ახალ ფურცელს ვშლით საქართველოს პარლამენტის ისტორიაში
გლდანის რაიონის გამგეობა ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს
ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე
წყნეთის გზატკეცილზე, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე
საქართველოს კონსტიტუციით, კანონი უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, უცხოეთში მგზავრობას, ემიგრაციასა და სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ დე ფაქტო მთავრობები და რუსეთის საოკუპაციო ძალები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ უფლებებს ზღუდავდნენ.

იძულებით გადაადგილებული პირების, ლტოლვილების, დაბრუნების მსურველი ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, მოქალაქეობის არმქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად მთავრობა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა.

ქვეყნის შიგნით გადაადგილება: ქვეყნის შიგნით გადაადგილების უფლება მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული, ვინაიდან სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლა შეუძლებელი იყო. ე.წ. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 300,000 პირის უმრავლესობას საკუთარ სახლებში დაბრუნების სურვილი ჰქონდა, მაგრამ კონფლიქტები პოლიტიკურად მოუგვარებელი იყო და მათთვის სათანადო უსაფრთხოება და პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და გადაადგილების თავისუფლების უფლებები უზრუნველყოფილი არ იყო.

იყო ცნობები იმის შესახებ, რომ წლის ბოლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის ე.წ. აფხაზეთში შესვლა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან დაიშვებოდა, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა. ამის გამო ე.წ. აფხაზეთში შესვლა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კიდევ უფრო შეეზღუდათ. ე.წ. სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ შემოღებული მგზავრობის ნებართვები ერთადერთი დოკუმენტი იყო, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მიმართულებით გადაკვეთის შესაძლებლობას იძლეოდა.

ე.წ. აფხაზეთის ზოგიერთ მცხოვრებს, რომლებსაც ქართული პასპორტები ჰქონდათ, დე ფაქტო უშიშროების სამსახურისგან ნებართვა უნდა აეღოთ, რომ აფხაზეთსა და თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებს შორის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ორივე მიმართულებით გადაეკვეთათ. ქართული პასპორტების მფლობელებს გამშვები პუნქტის გავლა და აფხაზეთში შესვლა იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ შემოწმებულ მოსაწვევებს წარმოადგენდნენ. შესვლის უფლებას ეს სამსახური ყველა შემთხვევაში არ იძლეოდა, რის გამოც გარკვეულ ადგილებამდე მიღწევა შეზღუდული იყო. აგვისტოში დე ფაქტო ხელისუფლებამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ საბჭოთა პასპორტები, რომლებსაც აფხაზეთში მცხოვრები ათასობით ქართველი იყენებდა, გამშვები პუნქტების გასავლელად აღარ გამოდგებოდა, რამაც ბევრი ადგილობრივი მცხოვრები შემოსავლის წყაროს დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა. ამის შემდეგ დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. აფხაზეთში აღარ შემოუშვა ზოგიერთი ეთნიკური ქართველი, რომელიც თბილისის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე საბჭოთა პასპორტების გამოყენებით გადავიდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ძალადაკარგული საბუთების მქონე პირებს აფხაზეთში ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის შეტანის საშუალება ექნებოდათ, რაც მათ გადაადგილების საშუალებას მისცემდა, თუმცა გაურკვეველი დარჩა, თუ როგორ უნდა გატარებულიყო რეალობაში ეს რეგულაციები.

საქართველოს კანონმდებლობა მეზობელი ქვეყნებიდან (ანუ რუსეთიდან) ოკუპირებულ რეგიონებში შესვლასა და იქიდან რუსეთში გადასვლას კრძალავს.
პროექტს „ახალგაზრდობა ცვლილებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის“ ევროკავშირი 1 500 000 ევროთი დააფინანსებს
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე სიტყვის გამოსვლის დროს ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (RM2EU) მნიშვნელობას.

„შეიძლება ითქვას, რომ საგზაო რუკა არის ისტორიული დოკუმენტი, რომლის მიზანია რეფორმების გზით ქვეყნის მომზადება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დოკუმენტში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების თარიღები არ არის მითითებული, თუმცა მინიშნება გაკეთებულია ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლზე და ცალსახადაა ხაზგასმული, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა“, -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დოკუმენტი ერთის მხრივ კონსოლიდაციას უკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, და მეორეს მხრივ მასში გაწერილია საქართველოს მომავალი ამბიციური გეგმები, მათ შორის რეფორმები, რომლებიც სცდება ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციულ პროცესებს მოიაზრებს.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ საგზაო რუკაში ასახულია, როგორც ასოცირების შეთანხმებით მიმდინარე რეფორმების განხორციელების მდგომარეობა, ასევე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დარჩენილი მნიშვნელოვანი რეფორმები და გამოკვეთილია კონკრეტული მიმართულებები, სადაც საქართველოს აქვს ამბიცია, გასცდეს ასოცირების შეთანხმებას და მის მიღმა ევროკავშირთან უფრო ამბიციურ და ღრმა ინტეგრაციისკენ გადადგას ნაბიჯები.

მინისტრის თქმით, დოკუმენტის ასევე მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა, ადამიანის უფლებები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობისა და პრიორიტეტულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

საგარეო უწყების ხელმღრვანელმა აღნიშნა, რომ მომავალში ჩამოყალიბდება სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში რეგულაციის ზემოქმედების შეფასებას (RIA), რის შედეგადაც იდენტიფიცირებული აქტივობები აისახება ევროინტეგრაციის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებში.

დავით ზალკალიანის თქმით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით განსაზღვრული რეფორმების განხორციელება ახალ დინამიზმს შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის კანონმდებლობის მაქსიმალურ დაახლოებას, ასევე ინსტიტუციური და სექტორული ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევას, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტი. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა ა.წ. 1 მარტს განხილული და მოწონებული იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის მიერ.

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა