ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის აღმასრულებელ მდივანს, მარტინ კროიტნერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო უწყების ცნობით, ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ანტიკორუფციულ აკადემიას შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე „საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის“ საქმიანობის მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ასევე, ისაუბრეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე ანტიკორუფციული რეფორმების მნიშვნელობაზე .
აკადემიის სასწავლო პროგრამებში საქართველო შეტანილია, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლი ქვეყნის მოდელი.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აკადემია მზადაა განაგრძოს ქართველი სპეციალისტების გადამზადება და საერთაშორისო და რეგიონული სწავლებების ჩატარება საქართველოში.