logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
არქივი
გამოქვეყნების თარიღი :
გამოქვეყნების დასრულების თარიღი :
შედეგები 1 - 20, სულ 52-დან
საპარლამენტო კომისიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ანრი ოხანაშვილმა კომისიის მუშაობა შეაფასეს.

მათი განაცხადებით, საგამოძიებო კომისია არღვევს წესებს, რომლითაც საგამოძიებო კომისია უნდა ხელმძღვანელობდეს.

“ამ კომისიას აქვს დადგენილი წესები, რაც კანონში წერია. ნელ-ნელა იმდენად კარგავს ეს კომისია ამ სტანდარტს, ეს ჩემი მკაფიო და ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომ ისეთ სტანდარტებზე გადავდივართ როდესაც თავად აბიჯებს კომისია კანონის მოთხოვნებს და სხვებს ვთხოვთ კანონის დაცვას. მე ეს მაღელვებს. მინდა რომ ამ კომისიას ჰქონდეს ის ლეგიტიმაცია რაც მას პარლამენტმა მისცა. პარლამენტის უმრავლესობამ მისცა ეს მანდატი ამ კომისიას. ზოგი ჩვენი კოლეგა ისე შედის როლში, რომ თავი ჰგონია მოსამართლე და არც ტონს უკვირდება და არც შინაარსს. ამის დასტური იყო გუშინდელი დღეც. ბატონი კუპრავა მოიყვანეთ და ორი კითხვის გარდა საერთოდ კითხვა არ დაგისვამთ. შეურაცხყოფაზე რომ გადავიდა და კომისიის წევრებს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა რეაქცია ვერ დავინახე, სამწუხაროდ. გარდა იმისა, რომ რამდენიმე კომისიის წევრი, თქვენი კოლეგა დარცხვენილი იყურებოდა. არავის არ მოეწონა ვინც ადეკვატურად უყურებდა ამ პროცესს რაც ხდებოდა მის დაკითხვაში. ახლა ვხედავ სულ სხვა სტანდარტს, როცა ვკითხავთ იმ პირებს რომლის მიმართაც კომისიას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური კითხვები, რათა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია. სამწუხაროდ, გუშინდელმა გადაწყვეტილებებმა და მიდგომამ, როდესაც ამ კომისიის უმრავლესობის წევრებმა გადააბიჯეთ კონსტიტუციასაც და კანონსაც, პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნაზე რეკომენდაციას დაუჭირეთ მხარი, მაშინ როცა ამის უფლება არ აქვს არც ერთ კომისიას. მაშინ როცა ასეთი მანდატით არ არსებობს არც ერთი ორგანო, როგორი ხმების უმრავლესობითაც არ უნდა იყოს შექმნილი. ამის მერე მე ნაკლებად გამიკვირდება რაიმე სხვა ტიპის გადაწყვეტილება. მით უმეტეს, რომ ისეთ სულსწრაფობას აქვს ადგილი, რომ დასკვნებს უკვე ვაკეთებთ, არ ველოდებით აქ მნიშვნელოვან ადამიანებს რომლებიც უნდა მოვიდნენ და მოგვცენ ჩვენება. მე რასაც ვუყურებ აქ ჩვენ წესებს ვერ ვიცავთ, ყოველ შემთხვეაში იმ ეტაპამდე სადამდეც შესაძლებელია ამ კომისიამ შეინარჩუნოს მინიმალური სახე მაინც, რომ მას ჰქონდეს იმის ლეგიტიმაცია, რომ დასკვნა მიიღოს, მართლაც რეკომენდაცია და მართლაც შეაფასოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რა მოხდა. ისე ნუ გააკეთებთ, რომ მართლა მარტო დარჩეთ მერე და აზრი არ ჰქონდეს იმას რასაც წერთ და რასაც აკეთებთ. ეს კომისია, თავის შინაარსით და კანონის უპატივცემულობით ნელ-ნელა თავის სანდოობას კარგავს. განსაკუთრებით სახიფათოა როდესაც ასეთ წესებს ვამკვიდრებთ, როცა იკითხება რომელიმე მოწმე, ვინც არ უნდა იყოს პროკურორი გამომძიებელი, პოლიციელი, კუპრავა და ა.შ. როცა ერთი კითხავს და კომისიის სხვა წევრები დუმილის უფლებით სარგებლობენ - მე მსგავსი რამ არ გამიგია. ეს არის უპატივცემულობა კომისიის იმ წევრების, რომლებსაც თანაბარი უფლებები აქვთ. არსად არ წერია ასეთი წესები, რასაც თქვენ ადგენთ აქ. კომისიის წევრებსაც და თავმჯდომარესაც აქვთ თანაბარი უფლებები. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ხდება რაიმე ტიპის დარღვევა ან გადაცდომა, კომისიის სხვა წევრმა შეიძლება მიუთითოს. მინდა მოისმინოს საზოგადოებამ, რომ კომისიის უმრავლესობა სამწუხაროდ არც კანონს სცემს პატივს და არც იმ წესებს, რომლითაც საგამოძიებო კომისია უნდა ხელმძღვანელობდეს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა კომისიის თავმჯდომარეს მიმართა და განცხადა:

„ბატონო სერგი, პირადად თქვენ, გუშინ დაიწყეთ კუპრავას ადვოკატირება. მე მას ვკითხე იყო თუ არა იურისტი- მითხრა ვარ იურისტიო. ვკითხე იყო თუ არა სისხლის სამართლის სპეციალისტი- მითხრა ვარო. შემდგომ ვკითხე, თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თქვენს ხელთ არსებული მოკვლევით, ხომ აწარმოებდით მოკვლევას და გამოძიებას-მეთქი - მითხრა კი, ვაწარმოებდიო. ამ ყველაფრის საფუძველზე მიეცით კონკრეტულ საკითხს შეფასება-მეთქი. აქ ამ დროს თქვენ დაიწყეთ იმის გამართლება, რომ მას შეუძლია თურმე ასეთი შეფასებები არ გააკეთოს. დაიწყეთ მისი ადვოკატირება და დღეს რა გააკეთეთ თქვენ და თქვენმა კოლეგებმა: ასევე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს, რომელსაც უნდა ჰქონდეს იურიდიული კვალიფიკაცია, დაუწყეთ შეფასებების გაკეთება გამომძიებელს, რომელსაც პირველ რიგში კი არ ეკისრება შეფასებები, ეს ეკისრება პროკურატურას. კუპრავას შემთხვევაში, რომელიც ასევე იურისტია და სისხლის სამართლის სპეციალისტია, მას დაუწყეთ ადვოკატირება, რაზეც მე გუშინ მითხარით, რომ არასწორიაო. თქვენ დღეს ეს გააკეთეთ. ამ ყველაფრის საფუძველზე კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ, მიდგომა იყოს ერთი. თუ ჩვენ ვთხოვთ პასუხებს, უნდა მოვითხოვოთ პასუხები, მათ შორის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეფასებაც უნდა მოვთხოვოთ“,-აღნიშნა ოხანაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო
შს მინისტრის მოადგილისთვის ხორავას საქმეზე ყველა ფიგურანტის დაკავების შესახებ არასწორი ინფორმაცია არ
ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს
ვერ დაგეთანხმებით, რომ საქმეში ხარვეზები არსებობდა, - ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დღეს ICOM-ის მუზეუმების
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის შალვა ბედოიძის
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ევროკავშირის
„იმ შემთხვევაში თუ მოხდებოდა იმ პირის იდენტიფიცირება და თუ გვექნებოდა დასაბუთებული ვარაუდი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს

„თეგეტა“ საზაფხულო კამპანიის ფარგლებში - „სადაც არ უნდა მიდიოდე” მომხმარებელებს ზაფხულის

ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, საქართველოს ენერგოსისტემის პიკური მოხმარება-1920მგვტ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ
მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ ორი კანდიდატის − ნონა ფილაურის და ალექსანდრე კობაიძის − წარდგინების
გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას განცხადებით, არასრულწლოვანი გ.ბ ერთადერთი იყო, ვინც გამოძიებას
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს „რძის მწარმოებელი
მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით საქართველოდან 2,955 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 2,610
ხორავა ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში მიხეილ
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა