logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
2008 წელი - სააკაშვილის ვატერლოო
2008 წელი - სააკაშვილის ვატერლოო
16:23 02.12.2014
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ავადსახსენებელი მოვლენებიდან 6 წელზე მეტი გავიდა, ის ხუთი დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში სირცხვილის შავი ასოებით ჩაიწერება, თავს კიდევ დიდხანს და ძალიან ცუდად შეგვახსენებს.
როგორც ჩანს, 2008 წლის ომმა არა მხოლოდ საქართველოს მიაყენა უკეთეს შემთხვევაში ძალიან ძნელად გამოსასწორებელი ზიანი, არამედ უკვე აშკარაა, რომ მან ქვეყნის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც გვარიანად დაუფრთხო ძილი.
2008 წლის ომი, გამომდინარე თავისი შედეგებიდან, არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ისტორიაში და თუ გვინდა, რომ ამავე ომის შედეგების სალიკვიდაციოდ ჩანასახოვანი ნაბიჯები მაინც გადავდგათ, მოვლენები ძალიან სკულპულოზურად უნდა გამოვიძიოთ.
სხვათა შორის აგვისტოს ომის გამოძიება იყო ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი საფირმო დაპირება წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა ეს პროცესი შეჩერებულია, ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანს.
მიუხედავად ამისა, გასულ კვირას გაჩნდა მცირეოდენი იმედის ნაპერწკალი იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება მთავარ პროკურატურაში ნამდვილად მიმდინარეობს.
ამაზე ფიქრის საფუძველს კი, მთავარ საბრალდებო უწყებაში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პირადი ოპერატორის დაკითხვაზე დაბარება იძლევა.
როგორც გაირკვა, გამოძიებას ყოფილი პრეზიდენტის ოპერატორისგან სწორედ იმ პერიოდის ჩანაწერები აინტერესებდა, რომელიც სააკაშვილის აქტივობებს ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
რა თქმა უნდა მარტივი ლოგიკით, მთავარი პროკურატურა სწორედ აგვისტოს ომის გამოძიების პროცესშია და ამ ლოგიკას ამყარებს თავად სააკაშვილის წყობილებიდან გამოსვლაც, როდესაც მან, მისთვის კრიტიკულ მომენტებში ტრადიციულად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით კიდევ ერთი გრძელი მონოლოგი მოგვასმენინა საქართველოს მტერ ივანიშვილ-ღარიბაშვილზე.
უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა, რომ, როგორც კი სააკაშვილის მიმართ რაიმე საფუძვლიანი ბრალდება გაჟღერდება, რაც ექსპრეზიდენტის სავარაუდოდ არცთუ ჯანსაღ ფსიქიკაზე კიდევ უფრო მეტად ახდენს გავლენას, ეს უკანასკნელი სწორედ „რუსთავი 2“-ის ეთერით გამოდის ხოლმე და ცდილობს ქართველი ხალხი, თავისი ტრადიციული რიტორიკით, მის უსაზღვრო პატრიოტიზმში დაარწმუნოს.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ „რუსთავი 2“ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების კუთხით ის იარაღი ნამდვილად აღარ არის, რაც 2003 წელს იყო და დღეს, ცალკე ტექნოლოგიების განვითარების დამსახურებით და ცალკე სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის ანალიზის წყალობით, საზოგადოებას ექსპრეზიდენტის ღაღადი უკვე აღარ სჯერა.
ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია: აგვისტოს ომის გამოძიების შიშმა მიხეილ სააკაშვილი წყობილებიდან გამოიყვანა.
წყობილებიდან გამოსასველად მიზეზები კი ჩვენს ყოფილ მთავარსარდალს ნამდვილად ბევრი აქვს.
სხვა თუ არაფერი, აგვისტოს ომის გამოძიება თუნდაც იმისთვისაა აუცილებელი, რომ გაირკვეს თუ ვის რა დოზით მიუძღოდა ბრალი ამ ომის დაწყებაში.
თუ ამ კითხვაზე ობიექტური პასუხი გაიცემა, ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის დაწყების გზაზე, იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი ხელისუფლებასაც ექნება.
კითხვები უნდა დაისვას არა მხოლოს 8-დან 12 აგვისტომდე პერიოდზე, არამდე კითხვები უნდა დაისვას ჯერ კიდევ 2004 წლის პერიოდიდან დაწყებული, როდესაც ასლან აბაშიძის წასვლით გულმოცემულმა მიხეილ სააკაშვილმა, ანალოგიური „ჰუმანიტარული სასუქების რევოლუციის“ მოწყობა ცხინვალშიც სცადა, თუმცა როგორც გვახსოვს, მაშინ მისი ეს ქმედება საკმაოდ დიდ ზარალად დაგვიჯდა.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის, ირაკლი ოქრუაშვილისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის ავანტიურა, რომელიც დაჩოქებული ქართველი ბიჭების ხილვად დაგვიჯდა.
დაწყებული იმ პერიოდიდან, თითოეული ქმედება, რაც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მომხდარა, სკულპულოზურად უნდა იქნეს გამოძიებული და ყველა დამნაშავე პირი სათანადოდ დასჯილი.
არანაკლები დანაშაულია სახალხო დიპლომატიის იმ გზების ამოქოლვა, რომელიც 2003 წლისთვის შიდა ქართლში არსებობდა, მაშინ, როდესაც თბილისიდან ჩასულ მოვაჭრეებს, ცხინვალელი ვაჭრები ერგნეთის ბაზრობაზე საქონელს ნისიადაც კი აძლევდნენ და თბილისში, დიდუბის ავტოსადგურზე იდგნენ მსუბუქი მანქანები და მიკროავტობუსები წარწერით - „ცხინვალი.“
ხალხს შორის აღდგენილი ხიდის ასე ხისტად დანგრევა (გავიხსენოთ თუნდაც ოქრუაშვილის მიერ შემოვლითი გზების აფეთქების კადრები), არანაკლები დანაშაულია ვიდრე სამხედრო ოპერაციის დაწყება, ვისი მხრიდანაც არ უნდა განხორციელებულიყო ის.
აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული თუ ვისი გავლენით მიიღო სააკაშვილმა საომარ ქმედებებში მონაწილეობის გადაწყვეტილება.
კითხვები, რომლებზეც აგვისტოს ომთან დაკავშირებით პასუხებია გასაცემი, უამრავია და რაც უფრო მეტ კითხვას გაეცემა პასუხი, მით უფრო მეტად აიწევს ტემპერატურა ზოგიერთის თავში, ვინც 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებაში იყო და გადაწყვეტილებების მიღება ხელეწიფებოდა.
აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული აგრეთვე თუ სად წავიდა იარაღი, რომელიც ქართულმა დანაყოფებმა კოდორის ხეობაში დატოვეს.
და აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული აგვისტოს ომის დღეებში განხორციელებული ფინანსური ქმედებები და პრივატიზაციის საკითხები.
როგორც ცნობილია, სწორედ მაშინ, როდესაც მეთაურის გარეშე დარჩენილი ქართველი ვაჟკაცი ჯარისკაცები საომარ არეს არაორგანიზებულად და ქაოტურად ტოვებდნენ, ქვეყანაში უამრავი ობიექტი გასხვისდა.
მათ შორის ერთ-ერთი, ტექნიკური უნივერსიტეტის უზარმაზარი კორპუსი და მის გარშემო მდებარე მიწის ნაკვეთი, სიმბოლურ ფასად გადაეცა თავად მიხეილ სააკაშვილის დედას - გიული ალასანიას.
მართალია დღეს სააკაშვილი თითქმის ყოველი ეთერის დროს მოთქვამს, რომ გადასაადგილებლად თვითმფრინავის ბილეთის ფული მიჭირს და ჩემი მეუღლე „ჩერდაკში“ მყავს გამომწყვდეული ნაქირავებშიო, გულუბრყვილობაზე მეტიცაა იმაზე ფიქრი, რომ მან თავისი მმართველობის დროს უზარმაზარი ფული არ დააგროვა და ამის ერთ-ერთ მაგალითად, სწორედ აგვისტოს ომის დროს დედამისზე გადაფორმებული უზარმაზარი შენობაც კმარა.
გამოდის, რომ იმ წუთებში და საათებშიც კი, როდესაც ქართველი გმირი ბიჭების გვამები უპატრონოდ ეყარა და სიცხისგან იბერებოდა, მიხეილ სააკაშვილი თავის მოსახვეჭელზე ფიქრობდა და საკუთარ დედიკოს სახელმწიფო ქონების მსუყე ნაჭრებს ულაგებდა კალთაში.
და ყოველივე ამის ფონზე, დღეს მის მიერ საქართველოს მომავალზე მოთქმა იმდენადაა დამაჯერებელი, რამდენადაც მისივე განცხადება ომის მოგების შესახებ.
დღეს სააკაშვილი აბსოლუტურად გაკოტრებული და მარტოსულობისთვის განწირული არსებაა, რომელიც თავის კიდევ უფრო შავ პერსპექტივას თვალნათლივ ხედავს და რა გასაკვირია, რომ ემოციებსაც ვეღარ თოკავს.
იმ შემთხვევაში, თუ ყველა იმ კითხვაზე, რაც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს, პასუხები გაიცემა, დიდი ალბათობით, საქართველოს ექსპრეზიდენტით შესაძლოა ჰააგაც კი დაინტერესდეს და თუ მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ დასავლეთი მის დასაცავად თავს გამოიდებს და ლოყებს დაიხოკავს, ძალიან ცდება.
საინტერესოა აგრეთვე, საქართველოში ამ რამდენიმე დღის წინ ვიზიტად მყოფი ფინანსისტის, ჯორჯ სოროსის განცხადებაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
როგორც სოროსმა განაცხადა, სააკაშვილი ბუშის წაქეზებით იქცეოდა და მას ეგონა, რომ რუსეთთან საომარი კონფრონტაციის შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები მას გვერდით დაუდგებოდაო.
ანუ, გამოდის, რომ სააკაშვილმა აგვისტოს ომის სახით საერთაშორისო ავანტიურა განახორციელა.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ პერიოდში, შეერთებულ შტატებში გაქანებული წინასაარჩევნო პერიოდი იყო და ერთმანეთს, შედარებით ნაკლები რეიტინგის მქონე სააკაშვილის მეგობარი რესპუბლიკელი მაკკეინი და დემოკრატი ობამა უპირისპირდებოდნენ.
ფაქტია ისიც, რომ აგვისტოს ომმა და რუსეთის მიმართ აგორებულმა ისტერიკამ, შეერთებულ შტატებში მაკკეინის რეიტინგი მართლაც გაზარდა, თუმცა ამან საბოლოო გამარჯვების გზაზე მას მაინც ვერ უშველა.
იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ავანტიურაშია გახვეული, გამორიცხული არ არის, რომ ის იგივე იმ ქვეყნის სპეცსამსახურებმა მოიშორონ თავიდან, რომელი ქვეყნის ხელმძღვანელებთან ერთადაც დაგეგმა ეს ავანტიურა.
ასეთი დანაშაულის ცოცხალი მოწმე რა თქმა უნდა არავის სჭირდება, მითუმეტეს ისეთი ფსიქიკის მქონე ადამიანი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია.
ასე, რომ, თუ საქართველოს მთავარი პროკურატურა აგვისტოს ომის საკითხის გამოძიებით ნამდვილად არის დაინტერესებული, მაშინ მას ძალიან დიდი სამუშაოების ჩატარება მოუწევს, მაგრამ თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეების გამოძიებით ქართველი და არ მარტო ქართველი საზოგადოება, უამრავ შოკისმომგვრელ ინფორმაციას შეიტყობს.

ალექსანდრე კაპანაძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის