logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
სამოქალაქო დაპირისპირების თვალსაჩინო საფრთხე
სამოქალაქო დაპირისპირების თვალსაჩინო საფრთხე
11:58 28.10.2014
სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რომელიც ქვეყანას ბოლო რამდენიმე წელია უდგას, კიდევ უფრო მეტი სიმწვავით წარმოჩინდა და ამის ინდიკატორად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ერთ-ერთი ის თოქ-შოუც კმარა, სადაც მხარეებმა ერთმანეთისკენ, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაიწიეს.
ზოგადად ცალკე თემაა ამ ტელეკომპანიის მოქმედება და სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც უკვე ყოველგვარ ზღვარსა და სტანდარტებს სცილდება, მაგრამ ამ კონკრეტულ გადაცემაში საგულისხმო ის იყო, რომ ქვეყანა ძალიან სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე დგას და ეს საფრთხე ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს.
სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის სათავე რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდსა და რეჟიმს უკავშირდება, როდესაც ათეულ ათასობით ადამიანის უფლებები ფეხქვეშ იქნა გათელილი, მათი უმრავლესობა ციხეებში უდანაშაულოდ გამოამწყვდიეს, ნაწილი მოკლეს ნაწილი კი სამეგრელოს ტყეებში მოწყობილ ბუნაგებსა თუ საპატიმროებში გააუპატიურეს.
რა თქმა უნდა ეს ხალხი მათი ცხოვრებისა და მომავლის მომსპობების მიმართ რევანშისტული გრძნობით არიან განწყობილნი და თუ მათ აქამდე პირად ანგარიშსწორებას მასობრივად არ მიმართეს, ეს ერთადერთი კაცის - ბიძინა ივანიშვილის მიმართ არსებული პატივისცემაა, რომელმაც შეძლო და ავტორიტარიზმი უსისხლოდ, პოლიტიკური გზით დაამარცხა.
მაგრამ ამ დამარცხებას და ხელისუფლების ცვლას შემდგომში ისეთი პროცესები დაერთო, რომ ისედაც ღირსებაგათელილი ხალხის გაღიზიანების დონემ უფრო მეტად იმატა.
დაწყებული ავადსახსენებელი კოჰაბიტაციიდან, დამთავრებული სასამართლოს დარბაზებში მთავარი პროკურატურის უსუსურობამ, ხალხის გაღიზიანების დონე კიდევ უფრო გაზარდა და დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ეს დონე პიკს აღწევს, რის იქეთაც უკვე პირადი ანგარიშსწორება იწყება, რაც ქვეყნის განვითარებისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს.
ხელისუფლების წარმომდგენელთა გარკვეული ნაწილი თავს იმით იმართლებს, რომ კოჰაბიტაცია დასავლეთის მოთხოვნა იყო და დღესაც, ბევრ საკითხში დასავლეთის აზრს ვუწევთ ანგარიშსო.
ჯერ ერთი საზოგადოებას ისეთი დასავლეთი უკვე ყელში ამოუვიდა, რომლებმაც თავის დროზე სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად მონათლეს და დღესაც იმავე აზრს იზიარებენ, მაშინ, როცა თავიანთ ქვეყნებში, ხელისუფლების მიერ იმის მეასედის ჩადენასაც კი, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, სახალხო რევოლუცია მოჰყვებოდა და მეორეც, რა აზრი აქვს დასავლეთის პოზიციისთვის ანგარიშის გაწევას?
დღეს ყველა ხედავს, რომ მიუხედავად ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის არარსებობისა, ან უკეთეს შემთხვევაში მისი უნელესი ტემპისა, დასავლეთი მაინც უკმაყოფილოა და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესმენები თუ ევროპის სახალხო პარტია მუდმივად აცხობენ განცხადებებს საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ოპოზიციის დევნის შესახებ.
აქვს კი აზრი ანგარიში გაუწიო ისეთ ძალას, რომელიც მხოლოდ სხვის თვალში დირეს დანახვითაა დაკავებული?
როგორც უკვე ვთქვით, ხელისუფლებას დასავლეთისთვის ანგარიშის გაწევა არაფერში არგია, რადგან იმავე დასავლეთის მხრიდან მისი მოქმედება მაინც მუდმივად კრიტიკულად ფასდება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სააკაშვილის დროინდელ და დღევანდელ მდგომარეობას შორის განსხვავება სწორედ ისეთია, როგორიც თავად სააკაშვილსა და მის კუმირ ჯეფერსონს შორის.
ამის მიუხედავად ხელისუფლება აგრძელებს დასავლეთის საამებლად სამართლიანობის აღდგენის პროცესის დამუხრუჭებას და ამასობაში კარგავს საზოგადოების ნდობის უდიდეს რესურსს, იმ საზოგადოებისა, რომლის წყალობითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა და რომელიც პირველ რიგში სწორედ საკუთარი ღირსების აღდგენას მოელოდა.
უფრო მეტიც, დღევანდელი ხელისუფლების რიგებში მიხეილ სააკაშვილსა და მისი რეჟიმის შემოქმედთ იმდენი დამცველი გამოუჩნდათ, რომ, თუ არა მკვეთრად უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი, დღეს ნაციონალები ხელისუფლებაშიც კი იქნებოდნენ დაბრუნებულნი.
თუმცა, ყველაფერი იქეთ მიდის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება თუნდაც საკანონმდებლო დონეზე, 2016 წლის შემდეგაც შეინარჩუნოს, რაც მათ აძლევთ შანსს და იმედს, რომ ოდესმე ხელისუფლებაში სრულად დაბრუნებას ეღირსებიან.
ამ გზაზე, როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც მათ ეს 2003 წელსაც გააკეთეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე მიდის, მათ შორის ისეთ ნაბიჯებზეც, რაც ქვეყნის ინტერესებთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათ, საკუთარი მიზანმიმართული კამპანიით, რომელსაც ხელისუფლება ვერაფერს ვერ უპირისპირებს, მიაღწიეს იმას, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში სააკაშვილის რეჟიმის მიმართ ნოსტალგიაც კი გააჩინეს.
დიახ, ეს რეალობაა და რაც უფრო მალე გაუსწორებს ამ რეალობას თვალს საქართველოს ხელისუფლება, მით უფრო კარგი იქნება მისთვისაც და ქვეყნისთვისაც, ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში ნაციონალები ისევე მიეცემიან კოჰაბიტაციურ ტკბობას, როგორც ამას ოცნების ხელისუფლება აკეთებს, - ძალიან ცდება.
ასევე, ნურავინ ნუ იფიქრებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი, თუ ჩათვლის, რომ საზოგადოებრივი აზრი სათავისოდ შემოაბრუნა, არჩევნებს დაელოდება და ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლას დააპირებს.
ის მყისვე აგრესიულ ქუჩის ქმედებებზე გადავა, მიზეზად კი იმას დაასახელებს, რომ ქვეყანა იღუპება და არჩევნებამდე ჩვენი ქვეყნის უფსკრულში ჩაშვების ყურებას არ ვაპირებო.
სხვათა შორის ექსპრეზიდენტი ამას უკვე აცხადებს კიდეც და ხაზს უსვამს, რომ საქართველო გადასარჩენია და მისი სახელმწიფოებრივი იმუნიტეტი დღითი დღე სუსტდებაო.
ნურც იმას იფიქრებს ვინმე, რომ თუ სააკაშვილმა თავი ქუჩაში გამოსასვლელად მზად ჩათვალა, ეს გამოსვლა მშვიდობიანი და კონსტიტუციური იქნება. რა თქმა უნდა, გამოსვლები ჩვეულ სტილში პროვოკაციებით და თეატრალიზებული ელემენტებით იქნება გაჯერებული და ქუჩაში გამოსული „ნაციონალური მოძრაობა“ არაფერს, მათ შორის მსხვერპლსაც კი არ დაერიდება, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ხელისუფლებას გადააბრალოს და ხალხში აგრესიის დონე გაზარდოს.
სხვათა შორის, 15 ნოემბერს დაანონსებული საპროტესტო აქციაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგვარ შეფარულ ტესტადაც შეიძლება განვიხილოთ. ერთის მხრივ ნაციონალები საპროტესტო აქციას აანონსებენ აფხაზეთ-რუსეთის ე.წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით, სინამდვილეში კი, სავარაუდოდ მათ აინტერესებთ თუ რამდენი ადამიანის გამოყვანას შეძლებენ ქუჩაში.
იმ შემთხვევაში, თუ 15 ნოემბრის აქციაზე ნაციონალები ხალხის დიდი მასის მობილიზებას შეძლებენ, დარწმუნებული ვარ ისინი მოქმედების ახალ, უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავლენ.
და რა მოხდება ამ დროს ქვეყანაში და რას იზამს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერაა გამწარებული და რომელიც სამართლიანობისა და საკუთარი ღირსების აღდგენას დღემდე ამაოდ ელის?
როგორ შეხვდებიან ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებისა და მათ მიმართ ტერორის განახლების შესაძლო პერსპექტივას?
პასუხი ვფიქრობ ძნელი გამოსაცნობი არაა.
ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება მის წამებით სიკვდილს უდრის, რა თქმა უნდა ამ პროცესს მშვიდად ვერ შეხედავს და საჭიროების შემთხვევაში ხელში იარაღსაც კი აიღებს, რათა ამ ძალის დაბრუნება არ დაუშვას.
სწორედ ესაა ის საფრთხე, რაც ყველაზე „შავი პროგნოზით“ ქვეყანაში შეიძლება განვითარდეს და რომელზეც პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა სწორედ მოქმედ ხელისუფლებას დაეკისრება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ხალხის უმრავლესობა, ვინც იმ საღამოს თოქ-შოუში მონაწილეობდა, ნამდვილად არ დაუშვებს ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნებას და ასეთი ხალხის რაოდენობა, ჩვენი ისტორიისთვის სამწუხაროდ, - ძალიან დიდია.
იმ შეთხვევაში კი თუ ეს ხალხი ახალი ხელისუფლების იმედსაც დაკარგავს და ვერ დაინახავს მათგან სამართლიანობის აღდგენის რეალურ ნაბიჯებს, ქმედებას ინდივიდუალურად, საკუთარი პასუხისმგებლობით დაიწყებს.
ასე, რომ ხელისუფლებას და უპირველეს ყოვლისა ქვეყნის მთავარ საბრალდებო ორგანოს უფრო მეტი პროფესიონალიზმი და უფრო მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება მართებს, რათა ყველა ის საფრთხე, რაც შეიძლება საქართველოს სტაბილურობას დაემუქროს, საძირკველშივე იქნას აღმოფხვრილი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ყველაფერზე დასავლეთისკენ ყურება ხელისუფლებას მოუტანს იმას, რომ ამასობაში საკუთარი ხალხიც სხვისკენ დაიწყებს ყურებას, რაც არცერთი ხელისუფლებისთვის მომხიბლავი პერსპექტივა არაა.

ალექსანდრე კაპანაძე


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის